UFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბმა და მეივეზერმა ოქტაგონზე უნდა იბრძოლონ და არა რინგზე

AutoSharing Option
კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ვეტერანი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი რინგზე საბრძოლველად გამოიწვია.

UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი თვლის, რომ სპორტსმენებს შორის ნამდვილი ბრძოლა შერეული საბრძოლო ხელოვნების ფარგლებში შედგება და არა კრივის რინგზე.

"თუ მეივეზერს ნამდვილი ბრძოლა სურს, იბრძოლოს, ოღონდ UFC-ის ფარგლებში ოქტაგონზე. კრივზე უარს ვამბობთ, ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ და დასრულდა", - განაცხადა დანა ვაითმა.

ხაბიბ ნურმაგომედოვი კი მზადაა, ამერიკელ მოკრივეს კრივში შეეჯიბროს. რამდენიმე დღის წინ მას ამისთვის "ლუჟნიკის" სტადიონი შესთავაზა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ სპორტში გადაწყვეტენ ბრძოლას ფლოიდ მეივეზერი და
ხაბიბ ნურმაგომედოვი.

alt"ჩემი გჯერათ? - ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს საბრძოლველად მოსკოვში იწვევს

altკომისიამ ხაბიბს ჰონორარის ნახევარი გაუყინა და მებრძოლებს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივა

altფლოიდ მეივეზერი: ხაბიბთან ბრძოლით 150 მილიონს გამოვიმუშავებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული