"ამ ადამიანის შესახებ აქამდე არაფერი გამიგია" - ფლოიდ მეივეზერმა ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა გააუქმა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლოიდ მეივეზერი დეკემბერში 20 წლის იაპონელ ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლას გამართავდა.

შეხვედრა 31 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამერიკელი მოკრივე ტოიკიოშიც გაემგზავრა, თუმცა უკან დაბრუნებულმა Instagram-ზე დაწერა, რომ ორთაბრძოლა აღარ გაიმართება.

"ტოკიოდან იმედგაცრუებული დავბრუნდი. მე ტენშინ ნასუკავასთან ოფიციალურ შეხვედრას არასდროს დავთანხმებივარ. მეტიც, ამ ადამიანის შესახებ აქამდე არაფერი გამიგია. მე მთხოვეს, მონაწილეობა 3-რაუნდიან დაპირისპირებაში მიმეღო, რომელიც სულ 9 წუთს გაგრძელდებოდა. როცა პრესკონფერენციაზე მივედი, მე და ჩემი გუნდი გაწბილებულები დავრჩით. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გულშემატკივარს იმ ინფორმაციის გამო, რომელიც
პრესკონფერენციაზე ჩემი თანხმობის გარეშე გაჟღერდა. მე ვეტერანი მოკრივე ვარ და დიდი ფული მაქვს გამომუშავებული. ამიტომ ხანდახან პატარა ღონისძიებებზე უარს არ ვამბობ" - დაწერა მეივეზერმა სოციალურ ქსელში.

41 წლის ფლოიდ მეივეზერი რამდენიმე წელია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მის ანგარიშზე 50 ჩატარებული შეხვედრიდან ამდენივე გამარჯვებაა.

altხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს ორ ბრძოლას სთავაზობს

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბმა და მეივეზერმა ოქტაგონზე უნდა იბრძოლონ და არა რინგზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული