შეხვედრა 31 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამერიკელი მოკრივე ტოიკიოშიც გაემგზავრა, თუმცა უკან დაბრუნებულმა Instagram-ზე დაწერა, რომ ორთაბრძოლა აღარ გაიმართება.
"ტოკიოდან იმედგაცრუებული დავბრუნდი. მე ტენშინ ნასუკავასთან ოფიციალურ შეხვედრას არასდროს დავთანხმებივარ. მეტიც, ამ ადამიანის შესახებ აქამდე არაფერი გამიგია. მე მთხოვეს, მონაწილეობა 3-რაუნდიან დაპირისპირებაში მიმეღო, რომელიც სულ 9 წუთს გაგრძელდებოდა. როცა პრესკონფერენციაზე მივედი, მე და ჩემი გუნდი გაწბილებულები დავრჩით. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გულშემატკივარს იმ ინფორმაციის გამო, რომელიც
41 წლის ფლოიდ მეივეზერი რამდენიმე წელია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მის ანგარიშზე 50 ჩატარებული შეხვედრიდან ამდენივე გამარჯვებაა.
ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს ორ ბრძოლას სთავაზობს
UFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბმა და მეივეზერმა ოქტაგონზე უნდა იბრძოლონ და არა რინგზე