UFC-ის პრეზიდენტი: არ მჯერა, რომ კონორმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტის, დეინა უაიტის განცხადებით, ორ წონით კატეგორიაში ექსჩემპიონი კონორ მაკგრეგორი შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნდება.

"არ მჯერა, რომ მან კარიერა დაასრულა. არსებობს რაღაც, რაც მას სურს. შესაძლოა, უახლოეს კვირებში შევხვდე მას.

მას UFC-ის აქციები სურს, თუმცა შეხედეთ კალათბურთს. მაიკლ ჯორდანს არასდროს ჰქონია წილი NBA-ში. ჩვენი სპორტისთვის კონორი ძალიან ძვირფასია, თუმცა, ჩემი აზრით, მისი ბედნიერების უზრუნველსაყოფად სხვა საშუალებებიც არსებობს", - განაცხადა უაიტმა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა მებრძოლის კარიერა დაასრულა.

"მცირე განცხადება - გადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელიც დღეს "შერეული საბრძოლო
ხელოვნების" სახელითაა ცნობილი. მინდა ჩემს ყველა ყოფილ კოლეგას წარმატება ვუსურვო. ახლა ჩემს ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს", - წერს კონორ მაკგრეგორი.

ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონზე გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც მან ორთაბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან დათმო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული