დღეს დილით კანადაში, ოტავას დარბაზში ქართველმა MMA მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კანადელი მოწინააღმდეგე ბრედ კატონა დაამარცხა.
ბრედ კატონას აქამდე გამართული 8 ბრძოლიდან 8-ვე ჰქონდა მონაგები. ხოლო მერაბმა 12 ბრძოლიდან წარმატებას 8-ში მიაღწია.
როგორც მოსალოდნელი იყო ჭიდაობისა და კიკბოქსინგის მონაცვლეობითი სტრატეგიით მერაბმა 2017 წლის "The Ultimate Fighter 27-ის" გამარჯვებული ქულებით დაამარცხა 30:27.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო UFC-ის ფარგლებში გამართულ ბრძოლებში. როგორც თვითონ თქვა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში, ეს გამარჯვება აუცილებელი იყო UFC-ში დასარჩენად. კონტრაქტი 4 ბრძოლას გულისხმობდა და მარცხის შემთხვევაში დაბალი რანგის ორგანიზაციის ფარგლებში მოუწევდა ჩხუბი.
ამ გამარჯვების შემდეგ მერაბს 4 მარცხის
წილ 9 მოგება აქვს და ყველაზე პრესტიჟული კომპანიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას.
ბრედ კანტონა - მერაბ დვალიშვილი (ნაწილი 1)
ბრედ კანტონა - მერაბ დვალიშვილი (ნაწილი 2)