მერაბ დვალიშვილმა დღემდე უძლეველი ბრედ კატონა დაამარცხა [სრული შეხვედრის ვიდეო]

AutoSharing Option
დღეს დილით კანადაში, ოტავას დარბაზში ქართველმა MMA მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კანადელი მოწინააღმდეგე ბრედ კატონა დაამარცხა.

ბრედ კატონას აქამდე გამართული 8 ბრძოლიდან 8-ვე ჰქონდა მონაგები. ხოლო მერაბმა 12 ბრძოლიდან წარმატებას 8-ში მიაღწია.

როგორც მოსალოდნელი იყო ჭიდაობისა და კიკბოქსინგის მონაცვლეობითი სტრატეგიით მერაბმა 2017 წლის "The Ultimate Fighter 27-ის" გამარჯვებული ქულებით დაამარცხა 30:27.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო UFC-ის ფარგლებში გამართულ ბრძოლებში. როგორც თვითონ თქვა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში, ეს გამარჯვება აუცილებელი იყო UFC-ში დასარჩენად. კონტრაქტი 4 ბრძოლას გულისხმობდა და მარცხის შემთხვევაში დაბალი რანგის ორგანიზაციის ფარგლებში მოუწევდა ჩხუბი.

ამ გამარჯვების შემდეგ მერაბს 4 მარცხის
წილ 9 მოგება აქვს და ყველაზე პრესტიჟული კომპანიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას.

ბრედ კანტონა - მერაბ დვალიშვილი (ნაწილი 1)

ბრედ კანტონა - მერაბ დვალიშვილი (ნაწილი 2)
მკითხველის კომენტარები / 9 /
Mოიგო !იქართველა!!! Bოლოსწინა გეიმში წააგებინეს ძალად.ორი რაუნდდი დაჯაბნა მეტოქე ,მესამეში გაგუდვას გაუძლო დამთავრებამდე,მაგრამ ტექნიკური წაგება მისცეს ბოლო წამზე ,ექიმებმა "გააფრინეს "არაადეკვატური იყოო და იმიტომ გაგუდვასო და არ დანებდაო იმიტომ.მაგათ რა იციან ქართული ნებისყოფის მედგარი სულის.ჩვენ უვარგის ხელისუFლებას კი ვეტყვი:რატომ უნდა ვარჯიშობდენ ქართველი ნიჭიერი ბიჭები სხვა ქვეყნებში თქვე უვარგისებო,ხელშეწყობა სადაა ქართველი ხალხის,თქვენივე ამომრჩევლების თქვე.....მაინც ქართული დროშა ააფრიალა გამარჯვებისა .....
Chicago.
21:15 05-05-2019
5
წარმატებები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული