მან გულშემატკივარს ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმართა.
"გამარჯობა მეგობრებო, ვახანგრძლივებ კონტრაქტს UFC-სთან. მე კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ UFC-ის არენიდან. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
დვალიშვილმა UFC-ს ეგიდით ოთხი ბრძოლა გამართა, საიდანაც ორი მოიგო, ორში კი დამარცხდა.