თამამად შეიძლება ითქვას, ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღეს.
ქართველმა ოლიმპიელებმა 22 ივნისს 10 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ძიუდოში ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) გახდა, ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
სამბოში ოქროს მედლებს ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ), ვერცხლს მინდია ლილუაშვილი (68 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბექა ბერულავამ
(82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ფინალში ოძელაშვილი 2:0-ს ამარცხებდა მასპინძელ ანჟელა ჟილინსკაიას, მაგრამ მხარი ამოუვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ექიმის დახმარების შემდეგ ბრძოლის გაგრძელება სურდა, ამის ნება არ დართეს და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ მესამე ადგილზეა.
მოკლედ, დასაწყისი ჩინებულია და უკეთეს გაგრძელებას ველით!