მინსკი 2019. არის პირველი ოქრო ! - ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანმა ფინალი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დამატებით დროში ვაზარით მოუგო.

ჩხვიმიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში თურქი მიჰრაჩ აკუსი 33 წამში იპონით დაამარცხა,  მეოთხედფინალში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას მოუგო,  ნახევარფინალში კი ფრანგ ვალიდ ჰიარს სძლია.

ამირან პაპინაშვილმა (66 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ლუხუმ, გაიხარე და მადლობა სიხარულისთვის.
შალვა 73
20:53 22-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული