ამერიკელმა მებრძოლმა ხორხე მასვიდალმა UFC 239-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში 5 წამში აქამდე დაუმარცხებელ ბენ ასკრენს აჯობა.
ახლა ეს ორგაზანიციიის რეკოდია და ყველაზე სწრაფ ნოკაუტად ითვლება.
ბენ ასკრენი 34 წლის მებრძოლია, რომელიც 2019 წლამდე დაუმარცხებელი იყო. მართალია ის UFC-ში არ გამოდიოდა, მაგრამ Bellator-სა და ONE Championship-ის ჩემპიონი იყო და სხვა მებრძოლებზე შესამჩნევად დომინირებდა.
მასვიდალისა და ასკრენის შეხვედრის დასაწყისშივე ხორხე მეტოქეს ეცა და მუხლი თავში ჩაარტყა. ასკრენი დაიხარა და სამწუხაროდ მისთვის, დარტყმის მთელი სიძლიერე მიიღო და უგონოდ დაეცა. მასვიდალმა კიდევ რამდენიმე არასაჭირო დარტყმაც განახორციელა, რადგან მსაჯი ახლოს არ იყო და გამარჯვება მაშინვე არ გამოუცხადებია.
მასვიდალის გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ასკრენი კიდევ რამდენიმე წუთი ვერ დგებოდა.
"მისი ცემა 14 წუთისა და 50 წამის განმავლობაში მსურდა, მაგრამ ეს არ მოხდა. მას ენაზე კბილი უნდა დაეჭირა", - თქვა ხორხემ. ბრძოლამდე ასკრენი ბევრს ლაპარაკობდა და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას მასვიდალს.
UFC-ის დროებითმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში დასტინ პორიემ "ტვიტერში" დაწერა, რომ ბრძოლის წინა დღეს მასვიდალმა უთხრა, რომ შეხვედრის დაწყება სწორედ ნახტომში მუხლის დარტყმით სურდა და ვიდეოც კი აჩვენა, სადაც ამ ილეთზე ვარჯიშობს.