newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალებამ დიდი ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. newposts.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხში დევაძეს რეკომენდაცია სპორტული სამყაროს ცნობილმა პიროვნებებმა გაუწიეს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია".

ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე სკანდალურ ინფორმაციას აკეთებს.

უფლებადამცველის თქმით, დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის
ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის - აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომლებიც შედიოდნენ დევაძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.

ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი", - თქვა ადვოკატმა.

მკვლელობაში ბრალდებული დევაძისა და გეგა გეგეშიძის მეგობრობის შესახებ "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად რამდენიმე დღის წინ წერდა.

გავლენიანი წყარო გვიყვებოდა, რომ დევაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ლავას ოღლი მფარველობდა. რამაზ დევაძის სახელმა გაიჟღერა მაშინაც, როცა მინდია გორაძე საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ დევაძე დახვდა ლავას ოღლის სარფში. გავრცელებული ინფორმაციით, დევაძე ეხმარებოდა ე.წ. კანონიერ ქურდს შს სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ცნობილია, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე და ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ითქვა ისიც, რომ მაშინ ჭიკაიძემ მინდია გორაძესთან ურთიერთობისთვის ნდობით აღჭურვილ პირად ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელი გეგა გეგეშიძე გამოყო", - წერს newpost.ge.

altზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

altადვოკატი: რა თქმა უნდა, გეგა გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

altგეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
გამოდის ზურაბ დათუნაშვილი ცამდე მართალი კაცია.
kh
24 სექტემბერი 2019 09:59
2
პატივცემულო ავტორო, რატომ აძლევ არასწორ ინტერპრეტაციას? რეკომენდაციის გაწევა იმას კი არ ნიშნავს რომ მისი რეკომენდაცია აუცილებლად და უყოყმანოდ უნდა გაიზიაროს პრეზიდენტმა, რეკომენდაცია ეს არის ნებისმიერი პირის გამოხატული პირადი შეხედულება და სურვილი მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ, ახლა მე და შენ ფეისბუკზე რომ მივმართოთ პრეზიდენტს ესა და ეს მსჯავრდებული შეიწყალე თქო, ეგეც ერთგვარი რეკომენდაცია იქნება ჩვენი მხრიდან. ის რაც პრეზიდენტმა გააკეთა იყო მისი და მისი მრჩევლების სამარცხვინო საქციელი და ნურავინ ცდილობს ეგრეთ წოდებულ რეკომენდატორებს გადააბრალოს რამე...
დემე
24 სექტემბერი 2019 09:52
12
ანუ ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას შენ არ იღებ შეწყალებაზე, ამიტომ უნდა არიგო აქეთ-იქით რეკომენდაციები? ხოდა პრეზიდენტი რომ ხარ, ეგებ გაითვალისწინე პატივცემული ადამიანების აზრი და იმიტომ შეიწყალე? აბა იმას როგორ წარმოიდგენ რომ ამოდენა სახელოვანი ადამიანი ნაძირალას უწევს რეკომენდაციას. მოსულა ასე?
გიორგი
24 სექტემბერი 2019 10:54
0
არაკაცი გეგა.
სტატუს ქუო
24 სექტემბერი 2019 09:49
2
ქალბატონო პრეზიდენტო ნარკოზში ხართ , თუ რა ხთება???
chabuka
24 სექტემბერი 2019 09:49
4
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მაგ პოლიციელის სული, მაგრამ ყველამ ვინც ამ მკვლელობის გარემოება დეტალებში იცის ან უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს, ისიც იციან რომ იმ დღეს ეს პოლიციელი სამსახურეობლივ მოვალეობას არ ასრულებდა(ის იქ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ისე იმყოფებოდა), იარაღით იყო ნასვამ მდგომარეობაში და კომფლიქტიც მისი საქციელიდან გამომდინარე წარმოიშვა. შემდეგ ჭიდილ-ჭიდილში და გაწევა-გამოწევაში მოხდა გასროლა, რომელმაც ეს პოლიციელი შეიწირა. გარემოებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. შეიძლება ნაძირალა იყო და კაცი განზრახ მოკლა, შეიძლება ადამიანი გაუფრთხილებლობით იარაღის გავარდნით შემოგაკვდეს, შეიძლება ჩხუბში დაეცეს, თავი დაარტყას და მიკვდეს(ყველას ჯვარი სწერია), ასე რომ ვფიქრობ მნიშვნელობა აქვს იმას ადამიანს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კლავს ვინმე თუ ძველბიჭურად "გეკაჩავება", გამომწვევად იქცევა, ჩხუბი ატყდება რომელიც საბოლოოდ სამწუხაროდ მსხვერპლით თავდება. მაგრამ მკვლელობა მკვლელობაა და რა გარემოებაშიც არუნდა მოხდეს, ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი უნდა დაისაჯოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვიმეორებ, გარემოებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული! ამ კონკრეტულ შეწყალებას რაც შეეხება, არ უნდა შეეწყალებინა მკვლელი, რადგან გაცილებით უფრო მსუბუქ დანაშაულზე მჯდომი ადამიანებით გადატენილია ციხეები და პირველ რიგში ალბათ ასეთი ადამიანები უნდა შეიწყალო და არა ის ვინც გინდა ასე თქვი და გინდა ისე მაინც მკვლელია!
ase vfiqrob
24 სექტემბერი 2019 09:47
4
ამ კაცს სახეზე ემჩნევა თვითონაც კრიმინალია და რა გიკვირთ
i
24 სექტემბერი 2019 09:46
0
მადლობა რომ წერთ ასეთ მწვავე საკითხებზე და არ ერიდებით ამ ავაზაკებს, მაგრამ ასე რთულია გაარკვიოთ დევაძეა თუ დევიძე?? სულ პრობლემა როგორ შეიძლება იყოს? უბრალოდ ტეხავს.
ამბავს რას შეეხება, მთელი ქვეყანა ქურდული სამყაროა ყოფილა - სასულიერო პირები, სპორტი, პოლიტიკა. ტოჩინოშინიც კი ჩართეს. სასწაულია!
odala
24 სექტემბერი 2019 09:27
1
რა სიბინძურეც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში ის ხდება სპორტშიც და ყველგან
ლაშა
24 სექტემბერი 2019 09:26
2
ქურდული სამყარო დაბრუნდა ქართული ოცნების ძალისხმევით. ქურდები ათავისუფლებენ ციხიდან პოლიციელების მკვლელებს. ზურაბიშვილი არის იაფი და უტვინო არსება!
ლუკა
24 სექტემბერი 2019 00:39
11
ნაცების დროს განხვავებულად იყო? გირგვლიანის მკვლელებს რა ბედი ეწიათ ხომ არ იცი? ქოცების და ნაცების კი არა თითოეული თქვენგანის ბრალია, იმიტომ რომ ხმას არ იღებთ, ან ისევ მიკერძოებულად იღებთ, როგორც შენ შემთხვევაში. ვიღაც რომ არღვევს და აშავებს მანდ, ზუსტად იცის რომ არ მოსთხოვენ როგორ საჭიროა. იმიტომ გაქვთ ეგეთი ქვეყანა. დაჯექით ახლა იამაყეთ, იქამდე მანამ ან ავარიებში ჩახოცავთ ერთმანეთს ან ნაგავში ჩაახრჩობთ.
odala
24 სექტემბერი 2019 09:32
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული