newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალებამ დიდი ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. newposts.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხში დევაძეს რეკომენდაცია სპორტული სამყაროს ცნობილმა პიროვნებებმა გაუწიეს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია".

ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე სკანდალურ ინფორმაციას აკეთებს.

უფლებადამცველის თქმით, დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის
ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის - აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომლებიც შედიოდნენ დევაძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.

ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი", - თქვა ადვოკატმა.

მკვლელობაში ბრალდებული დევაძისა და გეგა გეგეშიძის მეგობრობის შესახებ "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად რამდენიმე დღის წინ წერდა.

გავლენიანი წყარო გვიყვებოდა, რომ დევაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ლავას ოღლი მფარველობდა. რამაზ დევაძის სახელმა გაიჟღერა მაშინაც, როცა მინდია გორაძე საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ დევაძე დახვდა ლავას ოღლის სარფში. გავრცელებული ინფორმაციით, დევაძე ეხმარებოდა ე.წ. კანონიერ ქურდს შს სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ცნობილია, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე და ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ითქვა ისიც, რომ მაშინ ჭიკაიძემ მინდია გორაძესთან ურთიერთობისთვის ნდობით აღჭურვილ პირად ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელი გეგა გეგეშიძე გამოყო", - წერს newpost.ge.

altზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

altადვოკატი: რა თქმა უნდა, გეგა გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

altგეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ქურდული სამყარო დაბრუნდა ქართული ოცნების ძალისხმევით. ქურდები ათავისუფლებენ ციხიდან პოლიციელების მკვლელებს. ზურაბიშვილი არის იაფი და უტვინო არსება!
ლუკა
24 სექტემბერი 2019 00:39
11
ნაცების დროს განხვავებულად იყო? გირგვლიანის მკვლელებს რა ბედი ეწიათ ხომ არ იცი? ქოცების და ნაცების კი არა თითოეული თქვენგანის ბრალია, იმიტომ რომ ხმას არ იღებთ, ან ისევ მიკერძოებულად იღებთ, როგორც შენ შემთხვევაში. ვიღაც რომ არღვევს და აშავებს მანდ, ზუსტად იცის რომ არ მოსთხოვენ როგორ საჭიროა. იმიტომ გაქვთ ეგეთი ქვეყანა. დაჯექით ახლა იამაყეთ, იქამდე მანამ ან ავარიებში ჩახოცავთ ერთმანეთს ან ნაგავში ჩაახრჩობთ.
odala
24 სექტემბერი 2019 09:32
13
მადლობა რომ წერთ ასეთ მწვავე საკითხებზე და არ ერიდებით ამ ავაზაკებს, მაგრამ ასე რთულია გაარკვიოთ დევაძეა თუ დევიძე?? სულ პრობლემა როგორ შეიძლება იყოს? უბრალოდ ტეხავს.
ამბავს რას შეეხება, მთელი ქვეყანა ქურდული სამყაროა ყოფილა - სასულიერო პირები, სპორტი, პოლიტიკა. ტოჩინოშინიც კი ჩართეს. სასწაულია!
odala
24 სექტემბერი 2019 09:27
1
გეგეშიძე უტიფარი მოძალადე რომ არის ყველამ ვიცით,მაგრამ ტოჩინოშინიც თუ მონაწილეობდა ამაში შემირცხვენია მისი ოძეკობაც და კაცობაც.ნორმალური კაცი მაგას აღარ უგულშემატკივრებს.
ნეტავ ტყუილი აღმოჩნდეს
24 სექტემბერი 2019 10:42
1
რა სიბინძურეც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში ის ხდება სპორტშიც და ყველგან
ლაშა
24 სექტემბერი 2019 09:26
2
გამოდის ზურაბ დათუნაშვილი ცამდე მართალი კაცია.
kh
24 სექტემბერი 2019 09:59
2
ვიძახოთ ეხლა ნაცები და წარსულიი.მთავარი სხვა რამეა დღევანდელი რეალობა პოლიციელის მკლელს იწყალებენ ესეთი რამე ყოვლად დაუშვებელია ვინაა ეს გეგეშიძეე ესეთიი რო რასაც უნდა იმას აკეთებს სად იყოო მაშინ ბაცები რო ხალხს აწამებდნენ ამოუღია საერთოდ ხმაა და დღეს ზიან ჯიგრები ფულის შოვნის მეტს არაფერს ფიქრობენ.
Aleko
24 სექტემბერი 2019 10:27
2
რა გახდა ეს გეგეშიძე ვინ ყავს ასეთი ყველაფერს რო აკეთებიებენ და პასუხს ვერავინ თხოვს
sfa
24 სექტემბერი 2019 10:12
2
ქვეყანა სადაც ზონდერები ბატონობენ! ვინ არის სპორტის მინისტრი(განათლების სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სპორტის კუთხით) შალვა გოგოლაძე?! ძველი ზონდერი, რომელმაც კრივში დიდი ვერაფერი კარიერა ვერ გაიკეთა, თუმცა ზონდერობით, ჯერ უდიდესი გავლენები მოიპოვა, უდიდესი ფული იშოვა! ცნობისათვის, მას და მის ძმას ეკუთვნით უნივერსიტეტის ქუჩაზე, არენას ორივე შენობა, მის წინ აშენებული ახალი მრავალსართულიანი კორპუსი, ბაკურიანში რამდენიმე სასტუმრო და სხვა კაპიტალი!
ასე რომ ამ ქვეყანაში წარმატებული ზონდერები ფრიად დაფასებული ხალხია!
ლადო
24 სექტემბერი 2019 14:23
0
არაკაცი გეგა.
სტატუს ქუო
24 სექტემბერი 2019 09:49
2
ამ კაცს სახეზე ემჩნევა თვითონაც კრიმინალია და რა გიკვირთ
i
24 სექტემბერი 2019 09:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული