ხაბიბ ნურმაგომედოვმა თქვა, რომ მაკგრეგორის წინააღმდეგ "ტაისონის ილეთის" გამოყენება უნდოდა

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების ლეკმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა რუსულ სააგენტო ТАСС-თან საუბარში აღნიშნა, რომ UFC-ის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ კონორ მაკგრეგორისთვის კბენა უნდოდა.

"მაკგრეგორმა რამდენჯერმე მოგვაყენა შეურაცხყოფა მე და დაღესტნელ ხალხს. ამ ყველაფერს ვითმენდი, ვარჯიშის დროსაც და ბრძოლის მიმდინარეობისასაც.

ეს ემოციები უნდა შემეკავებინა, თორე ავფეთქდებოდი. მე ჩემი გაგება მაქვს და არ მესმოდა, ვინ ჯანდაბაა ვინმე ჩემნაირი სპორტსმენი, რომ შეურაცხმყოს. ალბათ, ბრძოლის შემდეგ კბენა მინდოდა.

მამა სხვა ადამიანია, მას ეს ყველაფერი არ ესმის და კბენის შემთხვევაში ჩემს საქციელს არ გაამართლებდა", - თქვა ნურმაგომედოვმა.

საბრძოლო
სპორტის სახეობებში კი ყველაზე ცნობილი კბენა მაიკ ტაისონს ეკუთვნის, რომელმაც 1997 წლის 28 ივნისს, პერედაისში გამართული მატჩ-რევანშის მესამე რაუნდში ევანდერ ჰოლიფილდს ყურზე უკბინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული