მსოფლიო სპორტში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი "ბარსელონაშია"

AutoSharing Option
გამოცემა Sportingintelligence-მა გამოაქვეყნა სპორტული კლუბების რეიტინგი მოთამაშეების საშუალო ხელფასის მიხედვით.

რეიტინგში მოცემულია სპორტსმენების საშუალო საბაზისო ხელფასი და მასში შესული არაა მოთამაშეთა ბონუსები.

აღნიშნულ სიას 3 საფეხბურთო კლუბი ლიდერობს: პირველ ადგილზე "ბარსელონაა", მეორე პოზიციაზე - "რეალი", ხოლო მესამე კი "იუვენტუსი" გახლავთ. ტოპ 50-ში 11 საფეხბურთო კლუბია, ტოპ-100-ში კი - 21.

ტოპ 15 კი ასე გამოიყურება:

1. "ბარსელონა" – საშუალო წლიური ხელფასი – 12 284 555 დოლარი, კვირის საშუალო ხელფასი – 236 241 დოლარი;

2. "რეალი" – 11 154 692, 214 513;

3. "იუვენტუსი" – 10 106 647, 194 359;

4. "პორტლენდი" (NBA) – 10 039 828, 193 074;

5. "გოლდენ სტეიტი" (NBA) – 9 921 892, 190 806;

6. "ორლანდო" (NBA) – 9 475 757, 182 226;

7. "ოკლაჰომა" (NBA)– 9 432 072, 181 386;

8. "დენვერი" (NBA) – 9 311 943, 179 076;

9. "მაიამი" (NBA) – 9 298 579, 178 819;

10. "კლივლენდი" (NBA) – 9 207 157, 177 061;

11. "ჰიუსტონი" (NBA) – 9 160 612, 176 166;

12. პსჟ – 8 934 220, 171 812;

13. "მანჩესტერ სიტი" – 8 734 375, 167 969;

14. "კლიპერსი" (NBA) – 8 668 805, 166 708;

15. "ფილადელფია" (NBA)– 8 621 800, 165 804.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული