ბრაზილიელ არბიტრ ფერნანდა კოლომბოს უკვე ლამის მთელ მსოფლიოში იცნობენ.
გასულ ზაფხულს ლამაზმანი მსაჯის ვიდეომ მთელი ინტერნეტი მოიარა, სადაც მას ვითომ ბარათი ამოაქვს ჯიბიდან, სინამდვილეში კი ცხვირსახოცით ოფლს იწმენდს.
და აი, კოლომბო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ.
ბრაზილიელი მომღერლის, ალეშანდრე პირესისა და მისი ძმის, ფერნანდოს ამხანაგურ მატჩში კოლომბო ერთ-ერთი არბიტრი იყო.
საბოლოო ჯამში, მატჩი იმით დაამახსოვრდა ხალხს, რომ კოლომბომ თავის კოლეგას ვნებიანად აკოცა, ამის შემხედვარე კომენტატორებმა კი ემოცია ვერ შეიკავეს.
საქმე იმაშია, რომ არბიტრი, რომელსაც კოლომბომ
აკოცა, მისი მეუღლე სანდრო რიჩია - ცნობილი ბრაზილიელი მსაჯი. რიჩის მსოფლიოს 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე უმუშავია. გარდა ამისა, მან 2013 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა.