მერაბ დვალიშვილი UFC-ში მეხუთე ბრძოლას გამართავს!

AutoSharing Option
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC Rio Rancho-ს ფარგლებში 15 თებერვალს კეისი კენის დაუპირისპირდება.

დვალიშვილის მეტოქეს კარიერის განმავლობაში 13 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს, ხოლო UFC-ში 2 გამარჯვება უწერია აქტივში. ბოლოს მან მენი ბერმუდესი და რეი ბორგი დაამარცხა.

რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, მას კარიერის განმავლობაში სულ 13 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 9 მოიგო და 4 წააგო. UFC-ში მან სულ 4 ბრძოლა გამართა, საიდანაც 2 მოიგო.

დვალიშვილმა UFC-ის ბოლო 2 ბრძოლაში გაიმარჯვა. ქართველმა იმ მომენტამდე უძლეველ ბრედ კანტონას აჯობა, ხოლო
მანამდე ტერიონ უეირს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დვალიშვილმა UFC-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ეს UFC-ში მისი მე-5 შეხვედრა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული