მაკგრეგორი: ვგიჟდები რუსებსა და რუსეთზე; მე უფრო რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბი

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ტიტულის დაკარგვის შემდეგ პირველი ბრძოლა ჩაატარა და დონალდ სერონე 40 წამში დაამარცხა, გამარჯვების შემდე კი ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშზე ისაუბრა.

"ხაბიბს შესაძლებლობების განსაკუთრებული ნაკრები აქვს და საკუთარი სტილიც. მე რევანშისთვის სერიოზულად მოვემზადები.

რატომ არ უნდა დეინას ჩემსა და ხაბიბს შორის გასამართი ბრძოლის ჩატარება მოსკოვში? მე ვგიჟდები რუსებსა და რუსეთზე; მე უფრო რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბი.

სერიოზულად ამბობთ, რომ ეს სატელევიზიო გაყიდვების გამო ხდება? ნუთუ, პირველი ბრძოლის შემდეგ ცოტა თანხის გამომუშავება მოვახერხეთ?" - თქვა კონორმა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის
მამამ, არც მეტი, არც ნაკლები, რევანშისთვის 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.

"თუ ბრძოლა გინდათ, გადაგვიხადეთ 100 მილიონი დოლარი. ფერგიუსონთან ჩხუბის მეორე დღეს მოგვიტანეთ ეს თანხა და ბრძოლა შედგება. თუ დეინა უაითს ეს მატჩი სჭირდება, ამ ფულის გადახდა მოუწევს", - განაცხადა აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას რუსეთის ბაზრის ათვისება უნდა, ვისკის გატანას აპირებს ექსპორტზე :D
ზურა
13:00 20-01-2020
0
ხაბიბი რომ რუსი არაა უშენოდაც ვიცით, შენს რუსობაზე კი რა გითხრა??
გუგა
14:26 20-01-2020
0

სიახლეები პოპულარული