ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონი კამარუ უსმანი და ამავე წონის სიმბოლური ტიტულის BMF (Baddest Mother F*cker) მფლობელი ხორხე მასვიდალი ერთმანეთს პრეს-კონფერენციის წინ გადაეყარნენ.
მებრძოლებს შორის მყისიერი დაძაბულობა გაჩნდა და მათ ერთმანეთის მიმართ ღია აგრესია გამოხატეს. დაძაბულობა შენობის დაცვამ განმუხტა, როცა მებრძოლები ერთმანეთს დააშორა.
მოგვიანებით მასვიდალმა არიელ ჰელვანისთან ინციდენტზე ისაუბრა:
"ის თავისას მიიღებდა. და რას გამიკეთებდა საერთოდ? ჩემ ფეხს დაუწყებდა ჩახუტებას? ის სველ ქაღალდსაც ვერ გახევს თავის დარტყმით."