ხაბიბის მამა: კონორთან ჩხუბს მხოლოდ ფინანსური მნიშვნელობა აქვს

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ნაკლებად დაინტერესებულია თავისი შვილისა და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის განმეორებითი შეხვედრით.

რამდენიმე თვის წინ ხაბიბი და მისი გუნდი საერთოდ უარზე იყვნენ კონორთან რევანშის გამართვაზე, თუმცა UFC-ის ადმინისტრაციის წნეხი ამ საკითხზე, როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალია და რუსმა ჩემპიონმა აზრი შეიცვალა.

პოტენციურ რემატჩს აბდულმანაპი გამოეხმაურა: "რას ნიშნავს სიტყვა რევანში? როცა ჩემპიონი აგებს შემთხვევით ან მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მაგრამ ბრძოლაში მაკგრეგორი დანებდა. დეინა უაითისთვის (UFC-ის პრეზიდენტი, რედ.) ამ ბრძოლას აზრი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალშემოსავლიანი
იქნება."

ხაბიბმა კონორი გასული წლის ოქტომბერში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. თავისი მომავალი შეხვედრა რუსს აპრილში ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული