კვირას, 9 თებერვალს, UFC-ის საუკეთესო მებრძოლმა ჯონ ჯონსმა ნახევრად მძიმე წონის მე-14 სატიტულო ბრძოლა გამართა. მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი დომინიკ რეიესი იყო.
პირველი ორი რაუნდი დომენიკის უპირატესობით მიმდინარეობდა, რომელიც დგომში აშკარად აღემატებოდა ჩემპიონს. თუმცა პრეტენდენტს ნელ-ნელა დაღლა დაეტყო და უპირატესობა უკვე ჯონსს ჰქონდა. 5-რაუნდიანი უკომპრომისო ომის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ჯონს მისცეს. მსაჯების გადაწყვეტილებას ბევრი არ დაეთანხმა. მათ შორის იყო UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი.
მოგვიანებით ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ დომენიკ რეიესი მისი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეების სამეულში შედის. ამავე სიაში არიან ბრაზილიელი
ტიაგო სანტოსი და შვედი ალექსანდრ გუსტაფსონი.
შეგახსენებთ, ჯონ ჯონსი ტიტულის წარმატებული ბრძოლის მაჩვენებლით პირველია, მის ანგარიშზე 14 წარმატებული ბრძოლაა. მეორე ადგილს ასევე ლეგენდარული ჯორჯ სენტ პიერი იკავებს 13 გამარჯვებით, ხოლო მესამე ადგილზე დემეტრიუს ჯონსონი 12 მოგებით განთავსდა.