ზედიზედ მესამე გამარჯვება UFC-ში - მერაბ დვალიშვილმა ამერიკელს მაგრად სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
AUTO PLAY
დღეს, 16 თებერვლის გამთენიისას UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა.

დაპირისპირება ამერიკაში რიო რანჩოში გაიმართა, ეს ჩხუბი მერაბ დვალიშვილისთვის UFC-ში მეხუთე იყო და მას ზედიზედ მესამე გამარჯვება დაუგროვდა.

მერაბმა უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა, რამდენიმე ძლიერი დარტყმით ქეისი ოქტაგონზე წააქცია. დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა მეორე რაუნდიც, ქართველმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა, სადაც ქეისის კიდევ რამდენჯერმე ძლიერად მოხვდა.

აი ამერიკელისთვის მესამე რაუნდიც არ იყო სახარბიელო, მერაბმა ქეისი პარტერში ორჯერ გადაიყვანა და საკმაოდ
ძლიერად შეუტია.

საბოლოოდ მსაჯებმა ბრძოლიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ქართველი სამივე რაუნდში მეტოქეს ჯობდა და გამარჯვება მიანიჭეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ხუთ ბრძოლაში მეტოქეები ჯამში 35-ჯერ გადაიყვანა პარტერში.

ეს გამარჯვება მერაბის კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდება და რეიტინგის უძლიერეს სპორტსმენებთან დაპირისპირება შეეძლება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ufc არის ყველაზე მაღალი დონე.მერაბი კი უპატიოსნესი ადამიანია, ჩვენი ეკლესიის მრევლია ბრუკლინში და ბევრი იწვალა, ვინც არ იცის.მშენებლობაზე მუშაობდა და ასე ირჩენდა თავს.სანამ კომენტარებს დაწერთ, ჯობია არაფერი დაწეროთ, თუკი აზრზე არ ხართ.
ლევან
20:40 16-02-2020
0
Chemi gushindeli komentari ixilet megobrebo
Milani
18:22 16-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული