დღეს UFC-მ ორგანიზაციის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. ეს არ გამორჩენია ამავე წონის ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს და პოსტერის პოსტზე დააკომენტარა: "აღფრთოვანებული ვარ. წარმატებები, კაცებო".
ხაბიბისა და ტონის ბრძოლა 20 აპრილს, UFC 249-ზე, ნიუ-იორკში გაიმართება.
როგორც დანა უაითმა ადრე განაცხადა, კონორ მაკგრეგორი ამ ბრძოლისთვის მოემზადება და თუ რომელიმე მებრძოლი დაშავდება ან ტრავმას მიიღებს მოსამზადებელ პერიოდში, ირლანდიელი მას ჩაანაცვლებს.