ესპანეთში მყოფ ყველა სპორტსმენს, ყველა მცხოვრებს სახლიდან გასვლა აეკრძალა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Pais-ის მიხედვით, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე, ესპანეთში მცხოვრებ ყველა ადამიანს სახლიდან გამოსვლა ეკრძალება.

ბუნებრივია, გამონაკლისი შემთხვეები დაშვებულია გადაუდებელი აუცილებლობის დროს.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო 2 კვირით ესპანეთში ყველა სპორტული შეჯიბრი შეაჩერეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში 4 ქართველი სპორტსმენი თამაშობს და ცხოვრობს: ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, კალათბურთელები გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე.

კრორონავირუსის შედეგად კი, მსოფლიოში უკვე 5300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, 71 000-ზე მეტი
დაინფიცირებულია.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული