ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჯიგარო მე მგონი ქართულად ვწერ .ასანიძე იმ შუაშია რომ მაგალითი მოვიყვანე .ისიც მაშინდელი ხელისუფლების პარტიაში შევიდა და ესენიც ამ ხელისუფლების პარტიაში შევიდნენთქო და არაა განსხვავება. ისიც ფა ესენიც არასწორედ მოიქცნენთქო .არ უნდა შევიდეს სპორცმენი ამა თუ იმ პარტიაში გინდა იქით გინდა აქეთ იმიტომ რომ გულს ტკენენ საერთო გულშემატკივარს მიუხედავად ყველას თავისი შეხედულებისა ამა თუ იმ საკითხზე.ეს არის საქმის არსი და ეხლა ვის რამდენი აგინენს ხელისუფლებას თუ ოპოზიციას ამაზე არ დამიწერია.ფაქტია ამ.ხელისუფლების მაგინებელი გაცილებით მეტია მაგრამ ეხლა ამაზე არ ვდავობთ.ეს სიტყვაც სიბინძურე რას ჩაიხვიე ჯიგარო. საერთოდ სხვა რამეზე დავწერე თავიდან
გიო
12 სექტემბერი 2020 20:21
2
ყველამ სპორტსმენი ვინც პოლიტიკაში წავიდა აღარ იმსახურებს არანაირ პატივისცემას რაც არ უნდა დამსახურება ქონდეს ქვეყნის მიმართ ორივეს ქართველი ხალხისგან დიდი სიყვარული და პატივისცემა ქონდათ ეხლა კიდევ მათი ფასი ნულს ქვემოთ დაეცა
Givi
12 სექტემბერი 2020 13:28
2
ეგ მხოლოდ და მხოლოდ შენი აზრია. და შენ ვინ ხარ, შენი ფასი რა არის?
common soldier
13 სექტემბერი 2020 09:59
8
ასანიძე რა შუაშია ამ თემასთან რაც მე დავწერე საერთოდ და კიდო აქეთ მეუბნები ვერ გაიგეო ჯიგარო.მარტივი კითხვა დავსვი პოლიტიკა ბინძურიაო ვინც ამბომბს იმ ბინძურ ხალხს ვინ ირჩევს ხალხი 2მილიონი კაცი მიდის და აძლევს ხმას უწესო ბინძურ პიროვნებას ამაში ლოგიკას ხედავ მე ვერ ვხედავ ოცნებას აგინებენო ეგრე ოპოზიციას ათჯერ მეტს აგინებენ მარა რა არც არაფელი.ზოგადად ცუდის გამკეთებელს მაგინებელი ყოველთვის ყავს პოლიტიკოსი იქნები სპორტცმენი თუ პოვარი.
zaza
12 სექტემბერი 2020 11:50
9
ჩემი ძმა მე აქ სზვა რამე დავწერე და ამაში რა არის გაუგებარი? ის რომ სპორცმენი რომელიც საქართველოს სახელუთ გამოდის იმას ყველა გულშემატკივრობს ვისაც ქვეყანა უყვარს მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებისა , და როგირც კი შევა ამა თუ იმ პარტიაში ის გულს წყვიტავს ყველა სხვანაირი შეხედულების ადამიანს.ასე იყო ასანიძის შემთხვევაში და ასე არის ახლაც და ეხლა არ მითხრა ოცნებას ლოცავსო მთელი ერი. რაც მაგათ ხალხი აგინებს კიდე . ამიტომ ვიძახი სპორცმენი უნდა ერიდოს ნებისმიერ პარტიაში შესვლას და ყველას გულში დარჩება ისეთი როგორსაც ყველა გულშემატკივრობდა.
გიო
11 სექტემბერი 2020 19:57
7
ნაცებს მოსახლეობის90% ლანძღავს მაგრამ პოლიტიკიდან წასული არავინ მინახიხა ეგ კიარა აქეთ ბლატაობენ თურმე წესიერი კაცი პოლიტიკაში არუნდა იყოს აპა რატო მიდიხართ არჩევნებზე თქვენ ან თქვენი შინაურები ბინძური და უწესო ხალხის ასარჩევად ?.პოლიტიკა ბინძურიაო ვინც ამბობთ.უწესო და ბინძურებს ირჩევ და მერე ჭკუას სხვას არიგებ.ლოგიკაა ნულს ქვემოდ.
zaza
11 სექტემბერი 2020 18:30
14
აპა რა კუპონა და ბოკერია არ ჯობია დეპუტატად და თუ სადმე განავალია ზნეობის და წესიერების მაგარი დეფიციტია ჩვენში.
zaza
11 სექტემბერი 2020 17:40
12
აი სწორედ ეს არის მიზეზი , რატომაც არაფერი გვეშველება . ის რომ კალათბურთში არსებულ პრობლემებს იცნობდე , უნდა იარო მაინც და თუ დადიხარ , მაშინ იმის დანახვაც ძალიან მარტივია რა სტანდარტებით თარდება ჩემპიონატები ბავშვებში . ტურნირის ორგანიზატორი , ბურთითაც კი არ უზრუნველყოფს გუნდს თამაშის დროს , ვისაც უკეთესი ბურთი აქვს , იმით თამაშობენ . სამედიცინო პერსონალზე , ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი , ამ დროს მომავალ თაობებზეა საუბარი . აღარ ვლაპარაკობ შეკრებებზე კვების ხარისხზე და კიდევ ბევრ ნიუანსზე , ბასკონიის კემპზე გადაყრილ მილიონებნზე და ხალხზე ვინც იქ სტაჟირება გაიარა , იშვიათი გამონაკლისების გარდა , ნეპოტიზმით რომ მოხდა . კი ბატონო , დახუჭეთ ამ ყველაფერზე თვალები და უახლოეს პერიოდში ითვალეთ მერე წარმატება, 21 საუკუნეში , 17 საუკუნის სტანდარტებსაც რომ ვერ ვიცავთ .
ATP 16
11 სექტემბერი 2020 16:39
0
ძალიან დაგვწყვიტეთ გული ეს რა ქენით.პატივს გცემდით და გაფასებდით იმიტომ რომ მთელი ქვეყნის სახელით გამოდიოდით და ნებისმიერ ადამიანის სიყვარულს იმსახურებდით ვისაც ქვეყანა უყვარს მიუხედავად თავისი შეხედულებისა ამა თუ იმ საკითხზე.ამ ნაბიჯით საერთოდ გადაუსვით ხაზი ყველაფერს , ან რად გიღირდათ? როცა მოედანზე გამოდიოდით მთელი ქვეყნის სახელით იყავით ეხლა კი მარტო კონკრეტული პარტიის მომხრეების და მისი სახელით იქნებით.რამხელა განსხვავებაა თუ ხვდებით ? თუ ხარ სპორცმენი იყავი ბოლომდე სპორცმენი და არ გაერიო ამ სიბინძურეში ეეეხ მოკლედ რაააა......
გიო
11 სექტემბერი 2020 14:36
7
ერთადერთი გამართლება , რაც შეიძლება სანიკიძის პარლამენტარობას ჰქონდეს , ეს იქნება პოლიტიკური თამაშის წესების ათვისება და კულუარული კავშირები , რაც დაეხმარება , იმ ამყრალებული სტრუქტურის შეცვლაში , რასაც კალათბურთის ფედერაცია ჰქვია . ეს სპორტი დღეს ნაციონალებისა და კრიმინალების ხელშია და სრული განუკითხაობაა , მითუმეტეს ბავშვთა კალათბურთში. ნეპოტიზმით იკარგება უამრავი ნიჭიერი ბავში , სახელითა და გავრებით ნუ ჩამომათვლევინებთ ასაკობრივ ნაკრებებს , ზეპირად ვიცი , ვინ ვისი შვილი და ახლობელია . ასე , რომ ვიქტორ , ნუ გასვრი შენს სახელს და იქნება მიხედო იმას , რაც გიყვარდა და ნუ შეგაშინებს სახელები , სიმართლე უნდა ითქვას , თორემ მერე ამის გამოსწორებას , ათწლეულები აღარ ეყოფა .იმედია გამოაქვეყნებთ .
ATP 16
11 სექტემბერი 2020 13:29
19
სხვათასორის , აღვნიშნე ერთადერთითქო . რაც შეეხება განუკითხაობას , მაგას არა აქვს არც მრწამსი , არც სოციალური მდგომარეობა და არც პოლიტიკური კუთვნილება . კრიმინალია ყველაფერი , კორუფციითად დაწყებული , ყაჩაღობითადა შეიარაღებული ძარცვით დამთავრებული და სანამ ქვეყანაში განათლება არ გახდება პრიორიტეტი , ყველგან იგივე სიტუაცია იქნება . თუმცა განათლებულმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოგაყენოს , თუ ზნეობრივი ნორმები არ დამკვიდრდება . ისე , ამ ყველაფეზე მე და თქვენ კი არა , წესით სპორტული ზურნალისტები უნდა წერდნენ და იძიებდნენ .
ATP 16
11 სექტემბერი 2020 17:40
0
მაგ ლოგიკით ყველგან განუკითხაობაა, ვისაც ევალება , ვერ აგვარებს და რაღა ვიქტორ სანიკიძე მოაგვარებს? კობიაშვილმა მოაგვარა ფეხბურთში ჩაწყობილი თამაშების პრობლემა თუ ან აბუსერიძემ - რაგბიში? ეხლა რომ გახდა პრობლემა კლუბების დაფინანსება, მანამდე ულხინდათ? მოჭიდავეებმა ჯერ კურტანიძეს კვერცხები ესროლეს და მერე ქევხიშვილს კარი აუჭედეს. ესენი უბრალოდ გარეგნულ სახეებს წარმოადგენენ, თორემ გადაწყვეტილების მიღებას არავინ დაავალებს. ეგ ხომ თვითონაც კარგად იციან?
????
11 სექტემბერი 2020 14:39
1
კარგით რააა, რა გჭირთ ? კარგი საქმეების კეთება თუ გინდა ისედაც გაააკეთებთ! მაინცდამაინც დეპუტატობა თუ გინდათ, დამოუკიდებელ კანდიდატად იყარეთ კენჭი და თუ აგირჩევთ ხალხი კი ბატონო./ ან რათ გინდათ ის საქმე რაც არ იცით, წადი ბავშვები ავარჯიშე, ან ფედერაციას დაეხმარე, მითუმეტეს რაც თქვენ სახეობას პრობლემი აქვს, საქმის მეტი რა გაქვთ. / კობიაშვილი ხომ დეპუტატია და კიდე რამდენი სპორტსმენი იყო, გახსენდებათ ვინმე? ვინც რამე ღირებული შექმნაა? უბრალოდ თავიანთი პირადი ცხოცრება კიდევ უფრო გაიმყარეს და კიდევ უფრო უკეთეს გარემოში მოხვდნენ
Vasili
11 სექტემბერი 2020 10:54
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული