ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 41 /
ძალიან ცუდი.აფრიკის პირველყოფილ ქვეყნებში იციან ასე, რომელიმე ტუბა-იუბას ტომის წარმომადგენელი ცნობილი სპორტსმენი გახდება და კარიერის დამთავრების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და პოლიტიკაში მიდის, განსაკუთრებით მაახინჯი ფორმები ამ მოვლენას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აქვს (რუსეთი,უკრაინა,ბელორუსი).გასაგებია საეთკენაც აქვს ორიენტირი ამა ჩვენი ქვეყნის ყოვლის შემძლეებს.
კვარა
02:21 11-09-2020
10
ქართულ პოლიტიკაში მოდის სპორტსმენი რომელსაც ჩვენი ნაკრების კაპიტნის ცსკაში გადასვლა ახარებს , ხომ წარმოგიდგენიათ ამას როგორ გაახარებს აფხაზეთ სამაჩაბლოში ათასობით რუსი არმიელი !!!!

რუსეთუმეების და მედროვეების აღლუმია ბოლო 29 წელია , სამწუხაროდ.
P.S. საქართველო მაინც მოინელებს მსგავს ქვეყნის მოღალატეებს , იმუნიტეტი აქვს ჩვენს ქვეყანას და ერს !!!!
მიხაელ
00:08 11-09-2020
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული