"ყველას მოგიკითხავთ, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი გვერდში ყოფნა კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს., გავუფრთხილდეთ ერთმანეთს არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ოჯახის წევრებს არაფერი მივუტანოთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენც არაფერი მოგაკლოთ, გადაცემა, რეპორტაჟი. ახლა ვიცით, რომ ისეთი დროა, როდესაც განსაკუთრებულად გჭირდებათ სპორტის მოყვარული პიროვნება.
ადამიანი, რომელიც სახლში ჩაჯდა და მაქსიმალურად უფრთხილდება თავს, რა უნდა გააკეთოს? დაჯექით ტელევიზორთან და უყურეთ სპორტს. აგერ, ფეხბურთი გვაქვს, კალათბურთი, რაგბი, ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
ცოტა ხანი ასე ერთად
მოკლედ, გავიგე ექიმებისგან, რომ რაც უფრო მხიარულად, უშიშრად იქნები, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას არ ნიშნავს, მაგრამ რაც უფრო მხნედ ვიქნებით, კოვიდი უფრო ვერ მოგვერევა. ამიტომ, მოდი, ვიყოთ ასე. ასეა ომში, სპორტში და ალბათ ვირუსთან ბრძოლის დროსაც ასეა.
გავამხნევოთ, გავუცინოთ და გავამხიარულოთ ერთმანეთი და ეს ყველაფერი ასე გადავიტანოთ. მოვა ეს კარგი დროც. ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ. მთავარია, გავურთხილდეთ ჩვენს ახლობლებს და საკუთარ თავებს.
დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება".
"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე