2020 წლის მოკლე მიმოხილვა, საუკეთესო მომენტები და გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
2020 წელი ფეხბურთში გამორჩეული წელი გახლდათ. "ბაიერნის" საოცარი სეზონი, "ლივერპულის" ნანატრი ტიტული და ასე შემდეგ. 

მივყვეთ სათითაოდ



"ლივერპულმა" როგორც იქნა ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტული დაისაკუთრა. მერსისაიდელებმა 99 ქულის დაგროვება შეძლეს და მეორე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 18 ქულით გაასწრეს. 


"რეალმა" შეძლო და ლა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. ამჯერად, "ბარსელონას" 5 ქულიანი სხვაობით აჯობა. "თეთრების" ანგარიშზე 87, ხოლო კატალონიელების 82 ქულა გახლდათ.  


იტალიის სერია A-ში გასულ სეზონში დიდი სანახაობა გახლდათ. გამარჯვებული კვლავაც "იუვენტუსი" გამოდგა, რომელმაც მეორე ადგილოსან "ინტერს" 1 ქულით აჯობა. 


"ბაიერნმა" ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. "რეკორდმაისტერმა" სეზონი 82 ქულით დაასრულა, მეორე ადგილოსან "დორტმუნდს" 13 ქულით
გაასწრო. 


ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბაიერნი" გახლდათ, რომელმაც ყველას ერთი ამოსუნთქვის აჯობა და დიდებული სეზონი დიდებულად დაასრულა. 


ეს კი 2020 წლის ზოგადად გამორჩეული მომენტები, თავისი მოულოდნელობით, შეუსაბამო ანგარიშითა და ულამაზესი გოლებით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული