ქართველმა ძალოსანმა რეკორდი ბოლოს 2021 წელს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე (სადაც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა) დაამყარა, როცა ატაცში 222 კგ დაძლია, აკვრაში დამორჩილებული 263 კგ კი მის მიერ დამყარებულ საუკეთესო შედეგს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩებოდა. საერთო მაჩვენებელი - 485 კგ-იც რეკორდული იყო.
რას უნდა ველოდოთ ტოკიოში? 27
+109 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნების შეჯიბრება თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყება.
ჭიდაობა - რამაზ ზოიძე
ოლიმპიადის დაწყების წინ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რამაზ ზოიძე (67 კგ) მიიჩნეოდა და მან მოლოდინები ნაწილობრივ გაამართლა - საწყის ეტაპზევე კუბელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ისმაილ ბორერო დაამარცხა.
ამას ულამაზესი გდებით ნახევარფინალში გასვლა მოჰყვა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენის წარმატებული სვლა აქ შეჩერდა - ირანელ მეტოქესთან დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეუძლია, რაც, თავისთავად, კარგი შედეგი იქნება.
ფინალური ბლოკი 4 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.
ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]
ანტონ პლესნოი: მუხლიც რომ ჩამშლოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა მომეპოვებინა