"არველაძეს სულ ცალ ქუსლზე არ ჰკიდია ქალთა თემები?! ტელევიზორისთვის მაინც არ უყურებია?!" - ბაია პატარაია აჩი არველაძეს უპირისპირდება

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ფეხბურთელ აჩი არველაძის ნათქვამ ფრაზას ეხმაურება.

ერთ-ერთ გადაცემაში არველაძემ შემდეგი ფრაზა თქვა:

"ქალი ქუჩაში მილიონ თემაზე გამოვა, ქალთა ძალადობაზე - არა. ქალთა ძალადობაზე ქუჩაში გამოსული ქალი სამი ბანერით არ მინახავს".

ამის საპასუხოდ კი პატარიამ სოციალურ ქსელში დაპოსტა:

"კაი, რუსთაველზე და პარლამენტთან (პროკურატურასთან, შსს-სთან) არ იხედება, არ აინტერესებს, მაგრამ ტელევიზორისთვის რამდენი წელია არ უყურებია ამ ყოვლისმცოდნეს? ეს განცხადება იცით რას ამბობს სინამდვილეში? იმას, რომ
არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები, ისე ძალიან კიდია, რომ მისდღემჩი არ დაინტერესებულა და არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში.

ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს“, – წერს პატარაია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რას გულისხმობს "ქალთა ძალადობა"?
ზურა
11:58 11-08-2022
0
და შენი თავი ქალი გგონია?
იპოლიტე
13:23 21-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული