არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...

AutoSharing Option
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი - შესაბამისმა ფედერაციებმა.

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ტრადიციული დაჯილდოებისგან განსხვავებით, წლევანდელ ცერემონიაზე, სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენის გარდა, დაჯილდოვდნენ პარასპორტსმენები და სამხედრო მოსამსახურეები.

არაოლიმპიურ სახეობებში წლის საუკეთესო ფედერაციად ჭადრაკის ფედერაცია დასახელდა, ხოლო საუკეთესო სპორტსმენად – მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე.

გამარჯვებულები გახდნენ:

1. ჭადრაკის ფედერაცია – ნანა ძაგნიძე;

2. კიკბოქსინგის
ფედერაცია – ლუკა შონია;

3. რაგბის ფედერაცია – მერაბ შარიქაძე;

4. სამბოს ფედერაცია – ვახტანგ ჩიდრაშვილი;

5. ქართული ჭიდაობის ფედერაცია – ონისე ბუღაძე;

6. ძლიერ მამაკაცთა ფედერაცია – კოტე ჯანაშია;

7. მასრესლინგის ფედერაცია – გიორგი ქვლივიძე;

8. პარაკარატეს ფედერაცია – ჯონი თოფურია;

9. კლასიკური სამჭიდის ფედერაცია – დავით გაბელაია;

10. ბილიარდის ფედერაცია – გიორგი დიმიტრაძე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული