ზამთრის ოლიმპიადა მოახლოვდა - საქართველო 3 სახეობით

AutoSharing Option
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი.

პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები:

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
2. ანასტასია
გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).
4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).
5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.
6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.
7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს "პირველი არხი".

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეები და დელეგაციის წევრები ცნობილია

altოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ოთხი პი-სი-არ ტესტი უნდა ჩაბარდეს

altქართველი სპორტსმენების განრიგი ზამთრის ოლიმპიადაზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული