ვალიევა არაერთხელ წაიქცა... სკანდალზე მსჯელობა გრძელდება - თუთბერიძე, როგორც ყველაზე ძლევამოსილი?!

AutoSharing Option
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსმა მოციგურავე კამილა ვალიევამ ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ თავისუფალ პროგრამაში მე-4 ადგილი დაიკავა, რითაც დასრულდა ერთ კვირაზე მეტხნიანი კამათი მას შემდეგ, რაც მოზარდს, აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითი ტესტის მიუხედავად, სრიალზე უარი არ ეთქვა...

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი (ROC) კვლავ დომინირებს, რადგან კამილას თანამემამულეები ანა შჩერბაკოვა და ალექსანდრა ტრუსოვა, შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ...

ღონისძიებაზე ვალიევას ოქროს ელოდნენ, თუმცა თავისუფალი პროგრამის დროს ის არაერთხელ წაიქცა... 15 წლის გოგონას გვერდით მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე იდგა, რომელიც ახლა ყურადღების ცენტრშია...

ოლიმპიადის დაწყებამდე, დეკემბერში აღებულ ნიმუშში, ვალიევას
გამოყენებული აკრძალული გულის წამალი ტრიმეტაზიდინი ჰქონდა - პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ სტენოკარდიის სამკურნალოდ ინიშნება და რომელსაც ექსპერტების თქმით, შეუძლია გულში სისხლის ნაკადის გაზრდით გამძლეობა გაზარდოს. ეს ყველაფერი მოგვიანებით, ოლიმპიადის მსვლელობისას გამოჩნდა...

გასულ კვირას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ვალიევას მწვანე შუქი მისცა ასპარეზობის გასაგრძელებლად, მისი არასრულწლოვნობის განსაკუთრებული გარემოებების გამო. ამ ფაქტმა ყურადღება მის გარშემო მყოფ მოზარდებსა და  ბრჭყვიალა ზედაპირის ქვეშ რუსული ფიგურული სრიალის სავარაუდო ბნელ სამყაროზე გაამახვილა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  სურვილია, ამ საქმის ყველა ასპექტი განიხილოს, მათ შორის, გარემოცვის ჩათვლით, რადგან, რა თქმა უნდა, 15 წლის გოგონა დამოუკიდებლად ამას ვერ გააკეთებდა...

"თითქოს გრძნობები არ დამრჩენია, ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ემოციურად დაღლილი" - განაცხადა ვალიევამ. მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძეა, რომელსაც ხშირად უწოდებენ ფიგურულ სრიალში ყველაზე ძლევამოსილ ქალსა და სპორტში რუსეთის დომინირების მამოძრავებელ ძალას. მისი სტუდია მოსკოვში საუკეთესო მოციგურავე ქალებს მთელი რუსეთიდან იზიდავს, რომლებსაც ადრეული ასაკიდან რეკორდების მოხსნასა და რთული ნახტომების შესასრულებლად ავარჯიშებენ. "ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ კამილა უდანაშაულო და სუფთაა" - განაცხადა თუთბერიძემ...

იულია ლიპნიცკაიამ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე 2014 წლის 20 თებერვალს წარმატებას მიაღწია. ვალიევის მსგავსად, იულია ლიპნიცკაია 15 წლის იყო, როდესაც რუსეთს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური ოქროს მოპოვებაში დაეხმარა. 19 წლის ასაკში ლიპნიცკაიამ თავი დაანება ფიგურულ სრიალს -  ანორექსიასთან ბრძოლის შემდეგ.

ევგენია მედვედევა 18 წლის იყო, როდესაც 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ერთეულებსა და გუნდურ შეჯიბრებაში. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა შარშან არაოფიციალურად დატოვა ასპარეზობა ზურგის ტრავმის გამო.

მედვედევას თანაგუნდელმა ალინა ზაგიტოვამ, რომელმაც პიონჩანგში ოქრო 15 წლის ასაკში მოიპოვა, 19 წლის ასაკში განუსაზღვრელი შესვენება გამოაცხადა. ზაგიტოვას დომინირება რეკორდული იყო -  რუსეთის პირველი მოციგურავე, რომელმაც მოიგო ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო ფიგურულ სრიალში, ევროპის ჩემპიონატი და გრან პრი.

თითოეული მათგანის მწვრთნელი თუთბერიძე იყო...

მოგეხსენებათ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგ-სკანდალში ეხვევიან...

მომზადებულია cnn-ის მიხედვით


altრუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები - "სირცხვილი თუთბერიძე"

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსულ სპორტულ საიტებზე მარტო თუთბერიძის სალანძღავი სტატიები ქვეყნდება და მით მეტი, რაც მეტ გამარჯვებას აღწევენ რუსი სპორტსმენები. მადლობის არ თქმა რუსული ხასიათის ერთ-ერთი გამოვლენაა. თუთბერიძე დიდი მწვრთნელია, მაგრამ უდიდესი ნაკლი აქვს - ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა.
ვაჟა მასწავლებელი
14:46 18-02-2022
12
ძვირფასო თამთა, წაკითხულს დაუკვირდით: გარკვევით ვწერ, რომ ინფორმაცია რუსული სპორტული საიტებიდან არის მიღებული. ნაც-მოც-ქაც-მიცად ყველაფრის დაყოფა კარგს არაფერს მოგვიტანს!
ვაჟა მასწავლებელი
21:40 18-02-2022
4

სიახლეები პოპულარული