"მოციგურავეებს განვითარებაში განსაკუთრებული მომენტი აქვთ, რასაც "ტკბილ წერტილს" უწოდებენ. ეს ის ასაკია, როდესაც ფიზიკური მდგომარეობა მათ უკვე საშუალებას აძლევს, დატვირთვა კარგად დაძლიონ, მაგრამ სქესობრივი მომწიფება არ დამდგარა და სხეული ჯერ კიდევ ბავშვურია - მსუბუქი და კომპაქტური. ეფექტი უფრო ძლიერია, თუ გოგონა მცირე ზომისაა.
გოგონების უმეტესობა ორგანიზმი ცვალებადობას 13-15 წლის
ეთერ თუთბერიძე, რა თქმა უნდა, გამორჩეული მწვრთნელია, მაგრამ მაინც მისი მიდგომის არსი არის კონკრეტული ასაკის გაწვრთნა და შემდეგ, როცა ფიგურა ცვლილებას დაიწყებს, ციგურაობის ენაზე, ის "სხვა მწვრთნელს გადასცეს".
ამ რიგში პირველი იულია ლიპნიცკაია იყო. მას გაუმართლა - მისი ფორმის პიკი სოჭის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა, სადაც ის გუნდურ შეჯიბრებებში ჩემპიონი გახდა. ლიპნიცკაია მაშინ 15 წლის იყო და რუსული მედია არაერთ ეპითეტს უძღვნიდა. ახლა იულია 23 წლისაა და აღარავის ახსოვს.
იცით, რა დაემართა მას მოგვიანებით, ოლიმპიადის შემდეგ? თუ არა, გეტყვით. ლიპნიცკაიამ მოიმატა წონაში, შეიცვალა პროპორციები. ამ ფონზე თუთბერიძესთან კონფლიქტი განვითარდა. მან ვეღარ მიაღწია თავის ყოფილ ფორმას. ამან გამოიწვია ნერვული აშლილობა, დეპრესია და წონის დაკლების მცდელობა ნებისმიერ ფასად. შედეგად - ანორექსია, რისთვისაც სამი თვის განმავლობაში ევროპის კლინიკაში მკურნალობდა. ამის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. იმ დროს ის 19 წლის იყო.
ლიპნიცკაიას შემდეგ იყო მედვედევი, შემდეგ - ზაგიტოვა. ორივე "გენიოსად" ითვლებოდა, ორივეს კარიერაც დასრულდა. შემდეგ "ბრწყინვალე" ტრუსოვას და შჩერბაკოვას ჯერი მოვიდა. 17 წლის ასაკში ისინი აგრძელებენ სპექტაკლს, მაგრამ მთავარი გენიოსის სტატუსი უკვე გადაეცა ვალიევას. არც ისე დიდი ხნით - ექვს თვეში სოფია აკატიევა 14 წლის გახდება, მას (როგორც ჩანს) ჩეხეთში მიიღებენ და ეს ზღაპარი თავიდან დაიწყება...
როგორც ხედავთ, კვარცხლბეკზე "გენიოსები“ კალეიდოსკოპიული სისწრაფით არიან ჩანაცვლებული... თქვენი გასხივოსნების ხანგრძლივობა ორი წელია. თუ ოლიმპიადა დაემთხვა, ჩათვალონ, რომ იღბლიანები არიან...
მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ქვემოთ, იქ, ვარსკვლავების ქვეშ, რომლებიც მყისიერად იწვებიან, არის ათობით გოგონა, რომლებიც ვერასდროს მიიღებენ შანსს, რადგან მათ არ ჰქონდათ დრო, რომ საჭირო დონისთვის მიეღწიათ. მათი ბედი საერთოდ არავის აინტერესებს...
თუთბერიძისთვის უფრო მარტივია გოგონების ხელთათმანებივით გამოცვლა, მომწიფებულთა კი ფიგურული სრიალის ისტორიის ნაგავსაყრელზე გაგზავნა...
მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სისტემა ღრმად მანკიერია და აუცილებელია მისი ნაგავსაყრელზე გაგზავნა. ზაფხულში ფიგურულ მოციგურავეთა ასაკობრივი ზღვრის 17 წლამდე აწევის საკითხს განიხილავენ. ჩემი აზრით, კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და 18 წლამდე მოზარდთა შეჯიბრებებში მონაწილეობა ავკრძალოთ. ისე, რომ ზრდასრული ქალები ერთმანეთს ეჯიბრებიან და არავის აქვს სტიმული, დაანგრიოს მათი ცხოვრება. სწორედ მაშინ ვიხილავთ რეალურ და არა მომენტალურ გენიოსებს; მაშინ გაჩნდება ნამდვილი ლეგენდები, რომლებიც ახლა არ არსებობს. მხოლოდ მაშინ გაირკვევა, ვის აქვს ტექნიკა და არტისტულობა..."
შეგახსენებთ, ფიგურული სრიალის 15 წლის ვარსკვლავი კამილა ვალიევა დოპინგ-სკანდალში გაეხვა, რის გამოც ზამთრის ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში დაჯილდოება არ შედგა (რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა), ინდივიდუალურში კი ვალიევამ მე-4 (არასაპრიზო) ადგილი დაიკავა.
ვალიევა არაერთხელ წაიქცა... სკანდალზე მსჯელობა გრძელდება - თუთბერიძე, როგორც ყველაზე ძლევამოსილი?!
რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები - "სირცხვილი თუთბერიძე"