შევხვდებით მილანში - ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა

AutoSharing Option
პეკინის უმთავრეს არენაზე, ეროვნულ სტადიონზე, რომელსაც სხვაგვარად "ჩიტის ბუდედ" მოიხსენიებენ, ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ჩინური მასშტაბების დახურვის ცერემონიაზე, რომელიც გაჯერებული იყო ციფრული ტექნოლოგიებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა. ჩაქრა ოლიმპიური ცეცხლიც.

"პატივცემულო სპორტსმენებო, ბოლო დღეების განმავლობაში აღგვაფრთოვანებდა თქვენი შესანიშნავი ასპარეზობები. თითოეული თქვენგანი ისწრაფვოდა თავისი მაქსიმუმის მიღწევას. სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ედექით მხარში თქვენს მეტოქეებს, რათა მათაც მიეღწიათ შედეგებისთვის. თქვენ არა მარტო პატივს სცემდით ერთმანეთს, თქვენ ერთმანეთს უჭერდით მხარს, მაშინაც
კი, როდესაც თქვენი ქვეყნები კონფლიქტებით არის დაყოფილი, - განაცხადა თომას ბახმა, - თქვენ გადალახეთ ეს უთანხმოებები და აჩვენეთ, რომ ამ ოლიმპიურ საზოგადოებაში ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით, საიდან ვართ და რისი გვწამს. ოლიმპიური თამაშების ეს გამაერთიანებელი ძალა იმაზე ძლიერია, ვისაც ჩვენი გახლეჩა სურს. თქვენ აძლევთ შანსს მსოფლიოს. დაე, ყველა პოლიტიკური ლიდერი მთელ მსოფლიოში შთაგონებული იყოს სოლიდარობის და მშვიდობის მაგალითით."

პეკინის მერმა, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩენ ცზინინმა ოლიმპიური დროშა გადასცა IOC-ის პრეზიდენტს, რომელმაც თავის მხრივ, ოლიმპიური სიმბოლო საზეიმოდ გადასცა 2026 წლის თამაშების მასპინძელ მილანის მერს, ჯუზეპე სალეს და კორტინა დ'ამპეცოს მერს, ჯანპიეტრო გედინას.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებს მილანი და კორტინა დ'ამპეცო 2026 წლის 6-22 თებერვალს მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს

altგუბანოვას შთამბეჭდავი გამოსვლა - ქართველი სპორტსმენი ათეულში [VIDEO]

altყვითელაშვილი წარმატებით გამოვიდა და ფინალში იასპარეზებს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეხ პუტინის გადამკიდე კაცმა არ იცის ვინ ვის როდის და სად შეხვდება.
რრრ
21 თებერვალი 2022 17:47
0

სიახლეები პოპულარული