"პრინციპული და ნათელი პოლიტიკოსი" - კანდელაკი ჟირინოვსკის ემოციურად ემშვიდობება

AutoSharing Option
წარმოშობით ქართველი და ამჟამინდელი რუსეთის მოქალაქე სპორტული ჟურნალისტი თინა კანდელაკი ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალებას ტელეგრამ-არხზე ეხმაურება და მას ემშვიდობება.

როგორც იცით, კანდელაკი სპორტული არხის "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო, ამჟამად კი გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

"ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში იყო და მართლაც არის ცოტა გამოჩენილი პოლიტიკოსი. რა ცოტანი არიან მასში ისინი, ვინც პოლიტიკურ საქმიანობას ციკლიდან ციკლამდე ატარებენ და თავიანთი პრინციპების ერთგული რჩებიან.

ვლადიმერ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი უდავოდ ყველაზე ნათელი პოლიტიკოსია ახალ რუსეთში. მან დააარსა საკუთარი პარტია
43 წლის ასაკში, გაიარა სახელმწიფო სათათბიროს ტრიუმფალური არჩევნები, მონაწილეობა მიიღო რუსეთის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდა 2004 წლის საარჩევნო კამპანიისა.

ვლადიმირ ჟირინოვსკი იყო უკომპრომისო ადამიანი, რომელმაც იცოდა კომპრომისზე წასვლა თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის.

ბევრი ირონიით ეპყრობოდა ვლადიმერ ვოლფოვიჩის გააფთრებულ გამოსვლებს სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან. ახლა ეს იგივე ხალხი საუბრობს მასზე, როგორც ნამდვილ წინასწარმეტყველზე. ის უბრალოდ თავის სახელს არქმევდა ყველაფერს, სულ ეს იყო.

თქვენ, ვლადიმერ ვოლფოვიჩ, დაწერეთ რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების ისტორიის საკუთარი გვერდები და საინტერესო იყო ამ გვერდების წაკითხვა.

მშვიდათ განისვენეთ!", - წერს კანდელაკი.

alt"თინა გივიევნა (კანდელაკი) რაღაცას გვაჩვენებს" - ზარემა

მკითხველის კომენტარები / 23 /
პოლიტიკური საიტია თუ რა არის ვერ გავიგე, ვინ არის თინა კანდელაკი, სპორტსმენია ყოფილი თუ ვინა არის რომ მისი ბოდვები იდება?? ჟირინოვსკის იდეები რომ პუტინს მოწონს და მისი ოცნება არის ევრაზიის აშენება ეგ გასაგებია, ნეიტრალიტეტის ფარქვეშ თან. ნეიტრალიტეტის მიზანი არის რომ დაგასუსტოს და მერე დაგიპყრას, რეალური ნეიტრალიტეტი არის როდესაც გარანტორი არის რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო და არა მარტო რუსეთი.
zaza
15:41 09-04-2022
3
ჟირინოვსკი იყო შოვინისტი იმპერიალისტი რუსი ღორი რომელიც ნატრობდა საქართველოს დაშლას და ქართველების გაქრობას და ეს არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარ გამოსვლებში და თინა კანდელაკი არ არის ქართველი ის არის რუსი და ვიღაც რუსი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ნუ აქვეყნებთ ძალიან გთხოვთ. მოღალატესაც ვერ ვუწოდებ ამ ქალს ქართველი არც არასოდეს ყოფილა თავისი შეგნებით ადამიანიბით და პიროვნულოვით. აქ დაბადევული და გაზდილი ნებისმიერი სომეხი აზერბაიჯანელი და რუსიც კი უფროა ქართველი ვიდრე თინა კანდელაკი.
გიო
15:41 09-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული