IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ პარიზის ოლიმპიადის საშეჯიბრო ფორმატი დაამტკიცა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, შეჯიბრებათა ფორმატი და მათი წინასწარი განრიგი დაამტკიცა.

IOC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის, სადაც აღწერილი იქნება 2024 წლის თამაშებისთვის სპორტსმენების შერჩევის ყველა შესაძლო ვარიანტი. ასევე ირკვევა, რომ 2024 წლის მარტ-ივნისში ერთ სივრცეში შედგება 3 ოთხდღიანი ერთგვარი ტურნირ-ფესტივალი სპორტულ ცოცვაში, სკეიტბორდინგში, ბრეიკ-დანსში და ВМХ-ფრისტაილში, რომლის ფარგლებშიც სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძოლებენ.

გარდა ამისა, პრიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით დამტკიცდა საშეჯიბრო სესიის დაწყების და
დასრულების წინასწარი დრო. განრიგი ისეა დაგეგმილი, რომ ყველა ოლიმპიელს შეეძლოს თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებში მონაწილეობა.

IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ასევე შეათანხმა კრივსა და ძალოსნობაში წონითი კატეგორიები. ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ რინგზე ქალი და კაცი სპორტსმენები თანაბარი რაოდენობით წარდგებიან, თავად თამაშები კი გენდერულად სრულად დაბალანსებული იქნება. მედლებისთვის ბრძოლა დაიწყება 24 ივლისს, თამაშების ოფიციალურად გახსნამდე ორი დღით ადრე. 19 დღის განმავლობაში სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება მედლების 329 კომპლექტი.

XXXIII ოლიმპიური თამაშების პროგრამა და ცალკეულ დისციპლინებში კვოტების საერთო რაოდენობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ (ინგლისურ ენაზე).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altEOC რუსეთთან და ბელორუსთან მიმართებით შეზღუდვებს ამკაცრებს

altსაქართველოს დელეგაცია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული