"რუსეთთან ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება" - უკრაინელი ფრენბურთელი

AutoSharing Option
"რუსეთთან ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ გვექნება დიდი შანსი, შევცვალოთ საკუთარი ქვეყანა; გავაკეთოთ ის, რაც პოლონელებმა 1989 წლის შემდეგ" - ამბობს უკრაინელი ფრენბურთელი იური გლადირი, რომელიც პოლონურ "ჯასტრზებსკში" გამოდის.

სპორტსმენს sportowefakty-ი ესაუბრა.

- რთული იყო დედას პოლტავიდან გამოყვანა?
- საბედნიეროდ, არა. იგი ლტოლვილთა პირველ ტალღაში მოხვდა. მან ჩემგან შეტყობინება მიიღო, წასულიყო. ჩაალაგა თავისი ნივთები და მატარებელში ჩაჯდა. რთულად, მაგრამ უსაფრთხო ადგილას მაინც მივიდა.

- შენი საუკეთესო მეგობრები ხარკოვში ცხოვრობენ. გაქვთ მათთან შეხება?

- ყოველდღიური. მათ ვამხნევებ.

უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებები, რომელიც 24 თებერვალს
დაიწყო, კვლავ გრძელდება. 

altპუტინი: სპორტსმენები პოლიტიკური მიზეზებით ისჯებიან

altუკრაინის მოვლენების კვალდაკვალ - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს"

altთქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული