თბილისს სტუმრობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.
FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კამილ ნოვაკმა დადებითი შეფასება მისცა მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი პროგრესი სახეზეა.
„დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ, განაცხადა, რომ ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით საკმაოდ მძიმე ვალდებულება გადმოიბარა, მაგრამ დღეს პროგრესი სახეზეა და ამას მოწმობს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დადებითი შეფასებები.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში. მიმდინარე წლის 26 იანვარს მინისტრმა თეა წულუკიანმა მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც, მინისტრის დავალებით, მშენებლობის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კვირაში ერთხელ იმართებოდა შემაჯამებელი შეხვედრები მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ყოველკვირეული მონიტორინგი, რომლის შედეგად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო