"კანიბალებო! ტერორისტებზე უფრო მეტი ხართ!" - რუსების მორიგი ამაზრზენი საქციელი უკრაინაში... დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

AutoSharing Option
27 ივნისს რუსეთის საჰაერო ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე ორი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. უკრაინული პრესის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა დღეს დილით 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25 ჰოსპიტალიზებულია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო განგაშის გამოცხადებისას ცენტრში მყოფი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო.

ამ საშინელ და ამაზრზენ ფაქტს უკრაინელი სპორტსმენები ეხმაურებიან. ისინი ოკუპანტებს ტერორისტებზე უფრო მეტსა და კანიბალებს უწოდებენ. 

"შახტარის" მეკარე ანდრეი პიატოვი სოციალურ ქსელში წერს:

"რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა! არა, თქვენ ტერორისტებზე უარესებიც კი ხართ! ისინი, თქვენგან განსხვავებით, დანაშაულს მაინც
აღიარებენ...

თქვენ კი აწყობთ "ფეიქებს" და იგონებთ ზღაპრებს, ადამიანების დახოცვას კი აგრძელებთ", - წერს პიატოვი.

წარსულში ცნობილმა მოკრივემ, WBA-ს ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა საშუალო წონაში, ვიაჩესლავ სენჩენკომ კი, შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"მხეცები, რუსეთი კანიბალი ქვეყანაა, ტერორისტების ქვეყანა", - წერს სენჩენკო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რუსეთთან ხუმრობა არ შეიძლება! მაგათთან არანაირი საერთაშორისო სანქციები და აკრძალვები არ სჭრისს, უფრო და უფრო გიჟდებიან. უკრაინაის მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს საშინელება რაც ტრიალებს უკრაინაში, თავიდანვე უნდა მიმხვდარიყო, რომ ნატოს ძახილი არავითარ სიკეთესს არ მოუტანდა, მითუმეტეს როცა წინასწარ გააფრთხილა რუსეთმა, რომ არავითარი ნატოს ბაზები საზღვართან არ იქნებაო და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთო, ხოდა სამწუხაროდ ცუდი შედეგიც სახეზეა. ეხლა განაწყენებული ზელენსკი დროებით უარს ეუბნება ნატოს, რადგანაც ნატომ მაგრად გადააგდო. აი ამ ყველაფრის ფონზე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არახამია და ძმანნი მისი, საქართველოს მთავრობისთვის იცლის და აქეთ გვამუნათებს და გვემუქრება რაღაც " მხილებებით" ამ დროს უკრაინა უარს იძახის მთავარ გაზსადენის გაუქმებაზე, რომელიც რუსეთიდან შედის, ეს როგორ გავიგოთ არახამია? დასამალი არ არის, რომ ზელენსკის მთავრობა, აქაურ ნაცების ჭკუაზე დადის და მათ დაკრულზე ცეკვავს, მაგრამ ნაცების ჭკუაზე გამვლელნი ყოველთვის ცხვირს წაიტეხავენ! უკრაინის მოსახლეობას, რომელმაც არაფერი დააშავა მშვიდობას ვუსურვებ!
გიო
11:26 28-06-2022
18
აი ესაა დასავლეთის ორმაგი სახე @ რუსებს წესიერი სანქციები არ გამოუწერეს და იმიტომ გათამამდნენ უფრო რუსები ! რაღაცა ტუფტა "სანქვიები" გამოუწერეს და ამ დროს რუსეთს დღეში მილიარდ დოლარს აძლევენ ენერგომატარებლებში ! რა თქმა უნდა კომფორტზე უარს ხომ არ იტყვიან ! და ჯაბდაბას რამდენი ურაინელი დაიხოცება კიდევ @@
zura222
15:52 28-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული