როცა ადრეული ასაკიდანვე სახეზე ყოველდღიურ პროგრესს ხედავ, უკვე თამამად შეგიძლია 20-21 წლის ასაკში სპორტსმენი შეაქო, თანაც, თუ გჯერა, რომ მასზე ყოველივე ეს უარყოფითად კი არ მოქმედებს, პირიქით...
ახლა 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" პირველ ნაბიჯებს დგამს, მასზე ერთი წლით პატარა დავით ნინიაშვილმა კი იტალიელებს ბათუმში დაანახა, ქართველებს როგორი რაგბი შეუძლიათ. "ბორჯღალოსნებს", მამუკა გორგოძის
ნინიაშვილი საკლუბო დონეზეც გამორჩეულია და "ბარბაროსების"(მსოფლიო ნაკრები) სასტარტოშიც კი ითამაშა. მისი კარიერა ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და გონივრულად ვითარდება. ის ჯერ კიდევ საქართველოს პირველ ლიგაში ("ხვამლი") გამოდიოდა, როცა ნაკრების კარი გაუღეს. კვარაცხელია ვახსენეთ და როგორც ხვიჩას, ასევე დავითს, რაც საერთო აქვთ, ისაა, რომ ნამდვილი სპორტსმენები არიან - ბრძოლისუნარიანობით, საკუთარ თავზე მაღლა ახტომით, პასუხისმგებლობითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით.
გუნდურ სახეობებში წარმატებებს მივეჩვიეთ და ცოტა ხნის წინ კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი რომ რატი ანდრონიკაშვილის თამაშით დავამარცხეთ, ისიც 21 წლისაა. თუ პრობლემურ პოზიციებზე ვსაუბრობთ, კალათბურთშიც რაგბის მსგავსი მდგომარეობა იყო, უფრო წარმატებულები ფორვარდები იყვნენ და გამთამაშებლის პოზიციაზე კონკურენციას ვერ ვაწყდებოდით. ახალი თაობის ბიჭები უკვე ბევრ პრობლემას ხსნიან და არ დაგვავიწყდეს, ახლა მათი კარიერა რომ მხოლოდ იწყება.
ისევ "კვარას" უნდა დავუბრუნდეთ. მისმა თანატოლმა გიორგი მამარდაშვილმა ელიტარულ ლიგაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგვაბრუნა, ხვიჩა კი ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისუნარიანი გუნდით გამოვა და სერია "ა"-შიც გაიტანს. ეს სიხარული კი მონატრებული გვაქვს და ამდენი პრობლემის, ვირუსებისა და ომების ეპოქაში ხომ ძალიან გვჭირდება. ცოტა ტკბობას მივეცით, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა, სპორტის ემოციები ხომ ყველას აერთიანებს და ის ძალიან სასიამოვნოა.
გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]
როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა