"კარ­გა ხანს არც მჯე­რო­და ჩემ­ზე თუ სა­უბ­რობ­და, იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს

AutoSharing Option
ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად ამოქ­მედ­და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ეს, ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის ამ სა­ღა­მოს ნათ­ქვა­მი ცი­ლის­წა­მე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და - ვინც მე მიც­ნობს იცის, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია ეს ბრალ­დე­ბა, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი, რომ გან­ხილ­ვა­საც არ და­ვი­წყებ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ვის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით წიკ­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის ბრალ­დე­ბას, რომ და­ვით წიკ­ლა­ურ­მა მას­ზე და­სარ­ტყმე­ლად გა­ი­წია.

რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მი­ნის­ტრმა მას შე­უთ­ვა­ლა, რომ ხმის ამო­უ­ღებ­ლად და უხ­მა­უ­როდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რა­საც და­ვით წიკ­ლა­უ­რი არ და­თან­ხმდა.

"მო­ვის­მი­ნე ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა ჩემს
მი­მართ.

კარ­გა ხანს არც მჯე­რო­და ჩემ­ზე თუ სა­უბ­რობ­და, იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტრო­ში რომ დაგ­ვი­ბა­რეს, ჩვენ ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ უნ­დო­დათ ეს გა­მარ­ჯვე­ბა მო­ე­ლო­ცათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი რა­საც ჰქვია, გა­მოგ­ვყა­რა მი­ნის­ტრმა შე­ნო­ბი­დან. მე­ტიც, არც მსურს გა­ვი­მე­ო­რო, რა სი­ტყვე­ბი გვა­კად­რა და ეს მხო­ლოდ ჩვენს უწყი­ნარ თხოვ­ნა­ზე, რომ ფე­დე­რა­ცი­ის­თვის კუთ­ვნი­ლი ფი­ნან­სე­ბი გად­მო­ე­რი­ცხათ, რო­მე­ლიც მისი ბრძა­ნე­ბით ჯერ გაგ­ვი­ნა­ხევ­რეს, შემ­დეგ სულ გაგ­ვი­ნუ­ლეს.

ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად ამოქ­მედ­და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ეს, ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის ამ სა­ღა­მოს ნათ­ქვა­მი ცი­ლის­წა­მე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ვინც მე მიც­ნობს იცის, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია ეს ბრალ­დე­ბა, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი, რომ გან­ხილ­ვა­საც არ და­ვი­წყებ.

უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ის ფაქ­ტი, რომ მე დავ­წე­რე სტა­ტუ­სი და ღიად გან­ვა­ცხა­დე, რომ არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას და მზად ვარ სი­მარ­თლის­თვის ვიბ­რძო­ლო ბო­ლომ­დე, აი, სწო­რედ ამ სტა­ტუ­სით მიხ­ვდა ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი, რომ მის შე­მოთ­ვლილ ულ­ტი­მა­ტუმს, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ხმის ამო­უ­ღებ­ლად და უხ­მა­უ­როდ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი არ დავ­თან­ხმდი და ეს იყო მისი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი. აკი შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ ჯობ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემი ნე­ბით, რომ "ჩემს უკან ოჯა­ხი დგას" ეს ფრა­ზა გან­ცხა­დე­ბა­ში ღი­ა­დაც კი თქვა ქალ­ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა.

მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტო­ნი თეას შუ­რის­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტი ვარ და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ნე­ტავ ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ჩემ­ზე არ გა­ჩერ­დე­ბა. ყვე­ლას ერ­თი­ა­ნო­ბა და თა­ნად­გო­მა დღეს რო­გორც არას­დროს ისე სჭირ­დე­ბა სპორ­ტს, კულ­ტუ­რას და ახალ­გაზ­რდო­ბას, ყვე­ლა­ფერს იმას, რისი მი­ნის­ტრი­ცაა და რა­საც წარ­მო­ად­გენს ეს ქალ­ბა­ტო­ნი - ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ მის­გა­ნაა გა­და­სარ­ჩე­ნი და თან სას­წრა­ფოდ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ნათ­ქვამს, გა­მე­ო­რე­ბაც არ მინ­და, კა­ცის­თვის ამა­ზე დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ არ­სე­ბობს, ქალ­ზე რომ გა­ი­წევს. და თან ამას და­აბ­რა­ლე­ბენ. წინა სტა­ტუ­სი რომ დავ­წე­რე, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ აზრს გა­მოთ­ქვამ­დნენ, ზოგი არც ისე კო­რექ­ტუ­ლად და ჩემი კო­მენ­ტა­რიც კი დევს, მო­ვუ­წო­დე, შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვაკ­რი­ტი­კოთ და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია-თქო. თა­მა­რის ქვე­ყა­ნა­ში ქალი მი­ნის­ტრი ვის უკ­ვირს-თქო. მის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ და პი­როვ­ნუ­ლი ნიშ­ნით არა­ვინ შე­ვუ­რა­ცხყოთ-თქო. ხოდა აგე­რაა ის სტა­ტუ­სიც და კო­მენ­ტა­რიც. რას მო­ვი­ფიქ­რებ­დი, ამას რომ ვწერ­დი, მის თავ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ასე­თი ცი­ლის­წა­მე­ბა თუ ცხვე­ბო­და. ამას მარ­თლა ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი“, - წერს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნი, ვინც მას­ზე "გა­ი­წია და­სარ­ტყმე­ლად", კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით წიკ­ლა­უ­რია. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამ ფაქ­ტი­სა, ქარ­თულ კრივს სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რეგვენი უნდა იყო წულუკიანს არაკომპეტენტურობა რომ დასწამო...
მერაბი
29 სექტემბერი 2022 13:26
59
ხუმრობთ ბატონო?
თამაზი
29 სექტემბერი 2022 14:49
6
შენ რეგვენზე უარესი ყოფილხარ
მერაბს
29 სექტემბერი 2022 17:43
9
კარმა,დ ა თ უ ნ ა შ ვ ი ლ ი!!!!
სოსო
29 სექტემბერი 2022 12:34
7
მართლაც! დათუნაშვილზე ხმა რო არავინ ამოიღო,ეგ მაგის ბრალია!
გიორგი
29 სექტემბერი 2022 13:08
3
სოსო,სეხნიავ,დათუნაიშვილი ფედერაციამ დაჩაგრა,შეეცადნენ,ბოლომდე ჩაეძირათ,უკვე ხნიერია,მაგის დრო უკვე წასულიაო და აგერ ვადაგასულმა ბიჭმა,სხვა ქვეყნის სახელით,ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.აქ დარჩენილებმა კი,ვერც ახალგაზრდებმა და ვერც გამოცდილებმა,ოქროს ვერ უწიეს.გამარჯვებულის სული და ფსიქოლოგია დაკარგეს დათუნაიშვილზე გადავლით და მის დასაცავად,ხმის ვერ ამოღებით,მოჭიდავეებმა და შედეგიც სახეზეა.ღმერთმა იცის,ეს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება.მეორე მხრივ,ვერც ოდალას დავეთანხმები,რადგან ძალოსნობაში გიორგი ასანიძეა,რომელიც ნაცების მხრიდან პარლამენტის წევრი იყო და რა,ვერ უძღვება საქმეს?ბრწყინვალედ უძღვება.მიხვდა,რომ პარტიები ერთია,მაგრამ მისი საქმე ის არის,რაც ყველაზე კარგად გამოსდის და მგონი არც არავინ ებრძვის.ნამდვილად არ ვიცი,რა ხდება კრივის ფედერაციაში და მისი სამინისტროსთან ურთიერთობაში,მაგრამ არ მინდა მკლავჭიდის ფედერაციას დისკვალიფიკაცია რომ მისცეს,აქაც რაიმე მსგავსი მოხდეს.ცხვირის ცხვირზე მიდება,ყოველთვის საერთო საქმეს აზარალებს.
სოსო
29 სექტემბერი 2022 19:49
0
ყველა გამოხმაურება
ყველა სფეროში, უფსკრულუსკენ მიექანება ქვეყანა
გოგა
29 სექტემბერი 2022 18:10
11
ცრუობ, გიაურო!
ლევანი
29 სექტემბერი 2022 19:24
11
ჯერ კაცობა გესწავლა და მერე კრივი,კი ასე ჯობდა.
ნიკოლოზი
29 სექტემბერი 2022 12:01
45
სხვის კაცობაზე ასე ინტერნეტით ლაპარაკი კაცობაა?
Gogi
29 სექტემბერი 2022 13:37
8
აქ მხოლოდ მომხრეთა კომენტარები იდება. დანარჩენს ან არ აქვეყნებთ ან შლით აბა ხალხს რაღას გვაკითხებთ რაიმეში გინდათ დაგვაჯეროთ? მოწონებებს აგროვებთ? სტატიის მოწონებებში გაქვთ კორუფცია აბა სახელმწიფოში რაღა იქნებაა....
კკკ
29 სექტემბერი 2022 19:44
7
და ფინალური შეხვედრა სად გაიმართება?
Maximus
29 სექტემბერი 2022 19:02
1
ეს ამდენი ხალხი და ფედერაციები, ვინც წულუკიანს აკრიტიკებს, თუ სიმართლეა, რატომ აჩერებენ ამ ქალს თანამდებობაზე და თუ ყველა იტყუება და ნაცებთან არიან შეკრულები და ბინძურ პიარ კამპანიაში არიან ჩართულები, მაშინ ესეიიგი არ არის ეს ქალბატონი ჩვენი დამპალი საზოგადოების შესაფერისი და რა მოთხოვნაცაა ისეთი მიიღონ
უვიცი
29 სექტემბერი 2022 18:12
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული