"10 წელია ერთად ვართ, ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია" - გიორგი ლორია მეუღლეზე

AutoSharing Option
გიორგი ლორია ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მეუღლის შესახებ ისაუბრა:

"მეუღლემ მომწერა და მითხრა, ჩემზე თქვი, რომ გიყვარვარო… 10 წელია ერთად ვართ მე და სალი. ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია. ძალიან მაგრად მიგებს. მეც ვუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მიგებს ბევრ რაღაცაში. მაგრად მომყვება, რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად. ყველაფერი თბილისის "დინამოდან" წასვლით დაიწყო…

მგონი, სიყვარული არ ნელდება. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სიყვარული სულ თანმდევია. მონატრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გაანელოს. ჩემთან ერთად არ ცხოვრობს კვიპროსში, მიდის
და მოდის, მაძლევს მონატრების საშუალებას. ამას თავისებური მუღამი აქვს. ადრე უფრო ვეუბნებოდი, რომ მიყვარს… სალი, მიყვარხარ" - თქვა გიორგი ლორიამ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი წყვილია,გაიხარეთ!
ნიკ
08:59 20-10-2022
0
ასე არ ჯობია ერთმანეთის პატივისცემა და გაგება,ბედნიერებას გისურვებთ!
ნინო
14:15 18-10-2022
0

სიახლეები პოპულარული