საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს კიბერფეხბურთის ეროვნული ნაკრები FIFA23-ში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ჩვენმა გუნდმა მზადების ეტაპზე ამხანაგური მატჩები გამართა.

ისლანდიასთან 3 შეხვედრის ჯამში ფრედ ითამაშა, სლოვაკეთს კი მოუგო. სამიდან 2 მატჩში ქართველებმა 2-1, 6-5 გაიმარჯვეს, ერთი თამაში კი 1-2 წააგეს. საქართველოს ნაკრების ღირსებას ლადო ონიანი, ნიკა ასათაშვილი, გიორგი გოგოლი და ნიკუშა ხევიაშვილი იცავენ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ მატჩებს ჩვენი ნაკრები 15 და 16 დეკემბერს ჩაატარებს. 3 ნოემბერს გაიმართება წილისყრა, რის შემდეგაც გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და შესაბამისად, თუ
საიდან ითამაშებს ჩვენი გუნდი.

საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები ერთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა და ზაფხულში FifaE Nations Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული