ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა

AutoSharing Option
10 დეკემბერს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა.

სპორტის ეს სახეობა აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რაც შანსს აძლევს, მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში 2028.

ჩერლიდინგი შეიცავს რამდენიმე მიმართულებას:

cheer-dance, cheer- hip hop, street-show და, რა თქმა უნდა, კლასიკური ჩერლიდინგი, სადაც სპორტსმენი გოგონები პომპონებით ცეკვავენ და ამავდროულად, რთულ სპორტულ ილეთებს ასრულებენ.

საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 2009 წელს და ჩერლიდინგის საერთაშორისო კავშირის ICU ( შტაბბინა აშშ, ორლანდო) სრულუფლებიანი წევრია. დღეს ფედერაცია საქართველოს 7 რეგიონში 4 000-მდე სპორტსმენს ითვლის.

საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, ყოველ წელს ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, ხოლო საუკეთესოები გაემგზავრებიან ევროპის და ჩერლიდინგის მსოფლიო ჩემპიონატზე ორლანდოში, აშშ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული