ფინეთის ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დუეტი სპორტულ ცეკვებში შეუდგა ასპარეზობას, დღის ბოლოს კი კაცებში თავისუფალი პროგრამის ჯერიც დადგა.
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა მოკლე პროგრამაში 68.55 ქულა დაიმსახურა და 23 მონაწილეს შორის მერვე ადგილით გავიდა თავისუფალ პროგრამაში (ფინალში გასასვლელად 20 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო).
დღის მეორე ნახევარში კაცთა ერთეულებში იასპარეზეს მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 124.04 ქულა დაიმსახურა, ისევე როგორც მოკლე პროგრამაში აქაც მე-16 ადგილი დაიკავა, ასევე მე-16
ადგილი ერგო ორივე პროგრამის ჯამში - 194.59.
გაცილებით უკეთ გამოვიდა ნიკა ეგაძე, რომელმაც მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-12 ადგილის შემდეგ, თავისუფალში 147.69-ქულიანი შეფასებით მე-7 იყო. მეშვიდე ადგილი ერგო ორივე პროგრამის ჯამშიც - 220.65.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი