ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა დღეს საქართველოს ნაკრებმა გიგანტურ სლალომში სამი სპორტსმენით იასპარეზა.
ლევან ნაზღაიძემ ორი დაშვების ჯამში ტრასა 3:06.14 წუთში გაიარა და 61-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
ოთარ წულეისკირმა გიგანტურ სლალომში გამოსვლას 3:07.71 წუთი მოანდომა და საბოლოოდ 63-ე შედეგი დააფიქსირა.
არ გაუმართლა ლუკა ბურდულს, რომელმაც ტრასა ბოლომდე ვერ გაიარა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი