ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა გიგანტურ სლალომში სამი სპორტსმენით იასპარეზა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა დღეს საქართველოს ნაკრებმა გიგანტურ სლალომში სამი სპორტსმენით იასპარეზა.

ლევან ნაზღაიძემ ორი დაშვების ჯამში ტრასა 3:06.14 წუთში გაიარა და 61-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

ოთარ წულეისკირმა გიგანტურ სლალომში გამოსვლას 3:07.71 წუთი მოანდომა და საბოლოოდ 63-ე შედეგი დააფიქსირა.

არ გაუმართლა ლუკა ბურდულს, რომელმაც ტრასა ბოლომდე ვერ გაიარა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ,-- არ გაუმართლა ლუკა ბურდულს, რომელმაც ტრასა ბოლომდე ვერ გაიარა --- დანარჩენებს გაუმართლა?! :)
დათო
20:54 29-01-2023
0

სიახლეები პოპულარული