"თუ რუსებს და ბელარუსებს ოლიმპიადაზე დაუშვებთ..." - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოიკოტზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვების შესახებ მოსაზრება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ დააფიქსირა.

"ჩემი პირადი აზრია, რომ თუ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთიდან და ბელორუსიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ ამ თამაშებზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მივიღოთ", - თქვა იაბლონსკიმ RMF FM რადიოსადგურის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში.

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და
ბელარუს სპორტსმენებს ექნებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოებიდან სპორტსმენების დაშვებას "ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელი მისია" უწოდა და დასძინა, რომ IOC-ი კვლავ განაგრძობს უკრაინელი ათლეტების მხარდაჭერას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკრაინას არ უნდა მშვიდობა , უკრაინას ომის მოგება უნდა და მისი ტერიტორიების სრული განთავისუფლება ,
გოდურე
17:54 03-02-2023
3
უკრაინას უნდა მშვიდობა მაგრამ არა ტერიტორიული დათმობის ხარჯზე. ომი უკრაინას არ დაუწყია.
გია
00:44 04-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული