"თუ რუსებს და ბელარუსებს ოლიმპიადაზე დაუშვებთ..." - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოიკოტზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვების შესახებ მოსაზრება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ დააფიქსირა.

"ჩემი პირადი აზრია, რომ თუ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთიდან და ბელორუსიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ ამ თამაშებზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მივიღოთ", - თქვა იაბლონსკიმ RMF FM რადიოსადგურის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში.

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და
ბელარუს სპორტსმენებს ექნებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოებიდან სპორტსმენების დაშვებას "ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელი მისია" უწოდა და დასძინა, რომ IOC-ი კვლავ განაგრძობს უკრაინელი ათლეტების მხარდაჭერას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დროშის გარეშე რუსი სპორტსმენების გამოსვლამ, ვერ გაამართლა.რუსები თავს დასჯილებად კი არა,უფლება შეზღუდულებად აღიქვამდნენ და სანქციები არაფრად ჩათვალეს.აი როცა საერთოდ გაირიყებიან,სრულად იგრძნობენ,რომ როგორც ისინი იქცევიან,ასეთები არავის უნდა და არავის სჭირდება.მერე უფრო ღრმად დაფიქრდებიან,რატომ ხდება ეს.რუს სპორტსმენებსაც აქვთ დრო,უარი თქვან,ასეთ სახელმწიფოზე და მისგან დისტანცირება გააკეთონ.ძნელია?ძნელია,ეს ხომ სამშობლოა,მაგრამ რასაც მათი ქვეყანა აკეთებს,კიდევ უფრო უარესია და არჩევანი, მათი გასაკეთებელია.მრავალი უკრაინელი სპორტსმენი იძულებული გახდა,სპორტი მიეტოვებინა და სამშობლოს დასაცავად ებრძოლა,მრავალი ქართველი სპორტსმენიც.,იძულებით წამოვიდა ნაკრებიდან.რათა საკუთარი ოჯახები როგორმე გადაერჩინა,2008 წელს,ასევე მრავალმა ვეღარ გააგრძელა ვარჯიში,ბნელ 90-იანებში,ძირითადში მაინც გარედან შემოგდებული შიდა ომის და გაჭირვების გამო.დაე ახლა რუსებმაც გამოსცადონ იგივე.საბჭოთა კავშირის დროს,ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ:"დამნაშავეების ფეხქვეშ,მიწა უნდა იწვოდესო".ჰო და მათ ფეხქვეშაც იწვოდეს მიწა,სანამ არ გაისიგრძეგანებენ,რას აკეთებენ.
სოსო
14:06 04-02-2023
0
უკრაინას უნდა მშვიდობა მაგრამ არა ტერიტორიული დათმობის ხარჯზე. ომი უკრაინას არ დაუწყია.
გია
00:44 04-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული