"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
როგორც ფეხბურთელი საზღვარგარეთ იყო მაგარი,ნაკრებისთვის თავს არ იკლავდა,კლანებად იყვნენ დაყოფილი ერთობა არ იყო. და როგორც მოქალაქე მეზარება მიშას ლეკვები იყო სამივე ძმები.შეჭამეს ფედერაცია მიშასთან ერთად
მმმმმ
06 მარტი 2023 18:14
65
მართლა ბნელის გარდა ყველა ხვდება ეს კანონი რატო ჭირდებათ. მოდის 2024 და კარგი რო არაფერს აკეტებრნ ამას ხალხი ვერ ხედავს თუ რაა.
არა რუსეთს
06 მარტი 2023 17:20
34
გაუნათლებლებისთვის და სულით მონებისთვის!

მე, იურისტი, რომელიც ვცდილობ შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ დაიცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომელთაც არ აქვთ სახსრები დაიცვან საკუთარი სამართლებრივი უფლებები სასამართლოში და ამისათვის მჭირდება ფინანსები, რომლის მინიმუმ 20%-ის მოპოვებას ვცდილობ ფრანგული გრანტით - თანასწორი უფლებების შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
გოგა
06 მარტი 2023 17:12
33
იურისტი კი არა ნაცი ხარ! იურისტი რომ იყო კანონს წაიკითხავდი და გაიგებდი რომ ეს რუსული კი არა ამერიკული კანონია და არც არავის არ ზღუდავს, მხოლოდ აფიქსირებს თუ ვისგან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. მაგრამ თქვენ წერა-კითხვა რა იცით საცოდავო მონებო...
კაი რა!
06 მარტი 2023 21:58
11
ეგ ზუსტად არ იცი მარა აი შაცი ფული რო ტრიალებს ეგ ფაქტია ხელისუფლებას რო უნდოდეს ისედაც მოგიფიქრებს რამეს
ნოდო
06 მარტი 2023 21:52
6
ყველა გამოხმაურება
გვიმრავლოს შენნაირი სპორტცმენები და მოქალააქეები შოთი !!! მაგარ პატივს გცემ !!!
გიო
06 მარტი 2023 14:36
49
ტიპი იმენნა ტყემალზე ზის და ბალსა ჭამს,50 წლის კაცი ხარ და ვერ გაგიგია კანონის შინაარსი და ისე წერ აბდაუბდა რაღაცეებს.საბჭოთა კავშირის დროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე იყო მოღალატე და სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა, დღეს ვინმე დამისახელებს რომ განსხვავებული აზრის გამო დასჯილიყოს(განსხვავებული აზრი არ აურიოთ ხელუსუფლების ამხობის მოწოდებაში)ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს რომ გარეშე ძალები არ იყვნენ ჩარეული ქვეყნის შიდა საკითხებში და ამიხსენით ეხლა ვინმემ რა არის ამაში მიუღებელი? თითოეულის აზრი მაინტერესებს ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება, თქვენ ოჯახში რომ გარე ძალა ერეოდეს და ოჯახის სიმშვიდეს და კეთილდღეობას ემუქრებოდეს თქვენ ამას ჩვეულებრივ მიიღებთ და არაფერს არ მოიმოქმედებთ?ქვეყანაც არის ერთი დიდი ოჯახი, რომლის შიდა საკითხებში არანაირი რუსი, ამერიკელი თუ ევროპელი არ უნდა ერეოდეს
მამუკა
07 მარტი 2023 00:12
41
ბრავო შოთა არველაძეს და თბილისის დინამოს. ნამდვილი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს.

ქართული სპორტის სამყაროდან სიჩუმე არის უთავმოყვარეობა

კალაძე და ყაველაშვილი არიან უთავმოყვარეოები და მოღალატეები, თუ ასეთი ცუდი არის ევროპა რას იტანჯებოდნენ ერთი იტალიაში და მეორე შვეიცარიაში?
დააT
06 მარტი 2023 22:29
38
დაიმახსოვრეთ! ევროპა ევროპელებისთვისაა კარგი. შევალთ ევროპაში და 50 წელიწადში, ჩვენი ხსენებაც არ იქნება. ერს იცავს თვითმყოფადობა, ეროვნულობა, რასაც ევროპა აგვართმევს.
ტიტე
07 მარტი 2023 00:00
19
დინამომ არველაძემ და კიდევ ვინც გააკრიტიკა ეს კანონი სამოქალაქო პოზიცია კიარ დააფიქსირა არამედ ნაც-ზონდერ-დაჯგუფების სათქმელი თქვა,,ამ კანონით ყველა არაქართველს აეკრძალება ჩვენი ქვეყნის შიდა სამზარეულოში ცხვირის ჩაყოფა და მით უმეტეს აქაური ვითომ ოპოზიციის დაფინანსება და მაგის გამო აეწვათ ერთი ადგილი ვიღაც-ვიღაცეებს??ვეღარ დააფინანსებს საქართველოს ხარჯზე მილიარდერად ქცეული კეზერაშვილი ნაცებს,,ვეღარ დააფინანსებენ არასამთავრობოებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმის სათქმელად რო თურმე დამნაშავე სააკაშვილს ვკლავთ,,ვეღარ დაგვაშანტაჟებენ ვერც ამერიკელები ვერც უკრაინელები და ვერც ვერავინ,,ყველა ვისაც არ ეზარება ჭკუას გვასწავლის და იმის გამო გვებუტება რადგან მეორე ფრონტი არ გაუხსენით ამ ნაძირალა რუსის ურდოს,,კიდევ აუცილებლად მისაღებია ისეთი კანონი რომელიც ჟურნალისტებს და ტელევიზიებს შეგნებულ ტყუილზე დამყარებული სიუჟეტების გაშვებას აუკრძალავს,,დავიღალეთ ნოდარა მელაძის ((სხვებისაც ფორმულაზე,,ტვ.პირველზე,,მთავარზე))შეგნებული ტყუილების მოსმენით
Daas
07 მარტი 2023 00:55
16
შოთა მიხედეთ თქვენს საქმეს!...ეს სპორტი არ არის...
კობა
06 მარტი 2023 14:26
49
წადი ბიძიკო შენ საქმეს მიხედე.
ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყავი და ნამდვილად ძაან მაგრა ღადაობ.
მწვრთნელობას ვერ ქაჩავ აშკარად და მაგას მიაწექი ჯობია!!!
Kaka
06 მარტი 2023 14:48
62
და შენ რა ქართულ საქმეს აკეთებ აბა?
Tornike
06 მარტი 2023 15:37
7
შენი ეს "სახელი" ტყუილად არ შეურჩიე შენს თავს! კი, ნამდვილად ეგ ხარ! დიდი მოკითხვა!
გიორგი
06 მარტი 2023 16:05
9
უბრალოდ, მინდა ყველას გირჩიოთ, რომ თუ გსურთ საკუთარი აზრი შეიქმნათ კანონპროექტზე, ჯერ წაიკითხეთ და მერე მოიწონეთ, ან დაიწუნეთ.
ჩვენი ხალხის დიდი მინუსი ისაა, რომ ტექსტის წაკითხვა, მისი გააზრება გვეზარება და სხვების ნააზრევს ვიმეორებთ მექანიკურად.
ეხლაც, იმის მიხედვით კი არ ვმსჯელობთ კანონპროექტზე, თუ მასში რა წერია.
ცოტა გამარტივებულად თუ შევაჯამებთ აქაურ კომენტარებს, გამოდის, რომ ვისაც არველაძე მოსწონს, არ მოსწონს კანონპროექტი და ვისაც არველაძე არ მოსწონს, იმას კანონპროექტი მოსწონს. :)
სჯობს, საკუთარი აზრი შეიქმნათ. არც არველაძეა ავტორიტეტი (მით უმეტეს, პოლიტიკაში) და არც ნებისმიერი პარლამენტარი.
მიშა
06 მარტი 2023 18:30
35
მიშას-ს.გოგა ხაინდრავაზე შეიძლება კარგიც თქვან და ცუდიც,ისევე როგორც სხვა ნებისმიერზე,მაგრამ რუსეთის აგენტი და რუსეთუმეაო,ეგ უკვე მკრეხელობაზე მეტია და ამტკიცებს რომ მხოლოდ ნაცების ჭორიკანობას უსმენ და სიმართლე საერთოდ არ გაინტერესებს.გოგა ხაინდრავა ის კაცია,ვინც 1989 წლის 9 აპრილის ღამეს,ერთადერთი იყო,ვინც საკუთარი სიცოცხლის უდიდესი რისკით,ვიდეოზე გადაიღო,9 აპრილის ხოცვა ჟლეტა და სხვა პატრიოტებთან ერთად,შესძლო და მიაწვდინა ეს ვიდეო,დასავლეთს.ეს ვიდეო გახდა,საქართველოში საბჭოთა კავშირის და შესაბამისად რუსეთის ბატონობის დასასრულის დასაწყისი.სწორედ ამას ვერ ჰპატიობენ,ისინი,ვინც საქართველოს ტერიტორიების 20% გადასცეს რუსეთს და იქ,სამხედრო ბაზებიც ააშენებინეს.დიახ,სწორედ გოგა ხაინდრავამ გადაიღო ის ვიდეომასალა და რუს(დიახ,სწორედ რუს)ჟურნალისტ იური როსტთან ერთად,რომელმაც იმ ღამეს ფოტოები გადაიღო და ისიც ევროპაში გამოაქვეყნა,სწორედ მათ შესძლეს და გაარღვიეს.საბჭოთა კავშირის მიერ აღმართული კედელი და მსოფლიოს გააგებინეს რუსის ჯარის მხეცობები შესახებ.დიახ,უკვე 1989 წელს,ამ ადამიანების თავგანწირვამ ჩამოგლიჯა გორბაჩოვის მთავრობას ნიღაბი და მთელ მსოფლიოსაც დაანახა,მათი ნამდვილი სახე.ვიცი,არც ჩემთვის დაიშურებთ დისლაიქებს,მაგრამ დისლაიქებთან ერთად გადაამოწმეთ ინფორმაცია და ბრმად ნუ ენდობით,ნაც პროპაგანდას.მათ ხომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს გადასცეს და კაპიტულაცია გამარჯვებად გვაზეიმეს,რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთო.საკუთარი ქვეყნის მოღალატეს,ყველა ამ ქვეყნის ხელში ჩაგდების მსურველი უფრთხილდება,რადგან მოღალატე,ყველას,ყველაფერს გაჰყიდის და ისინი ამით მოგებულნი დარჩებიან.ყველა მოგებული იქნება,გაყიდული ქვეყნის მოსახლეობის გარდა და ეს მოსახლეობა,სწორედ ჩვენ ვართ,ისევ ამ გამყიდველთა და მათ მყიდველთა ხმას რომ ვუსმენთ და ვიჯერებთ.უვარგისია ეს მთავრობა?უვარგისია?უვარგისია!მოსაშორებელია?მოსაშორებელია!მაგრამ კიდევ ერთ გადატრიალებას ,ქვეყანა ვერ გადაიტანს და აშკარაა,რომ გარკვეულ წრეებს,აქაც და ქვეყნის გარეთაც,სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურთ.ვის მოიყვანენ?ნაცებს და მათ,ვითომ განაყრებს,უბრალოდ როლები რომ აქვთ განაწილებული და სინამდვილეში,ისევ ერთად არიან.დასაშვებია მათი დაბრუნება?-არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება,რადგან უკვე ვიცით,რანიც არიან და ესენი თუ მკვლელები მაინც არ არიან,ისინი,არც ადრე იხევდნენ უკან და არც მომავალში დაზოგავენ ტყვიებს,თავისუფლად მოაზროვნეების წინააღმდეგ,არც ხალხის წამებას და ყველაფრის წართმევას დაიშლიან,რადგან მათი ოცნება სწორედაც შეუზღუდავი ძალაუფლების ხელში კვლავ ჩაგდება და ქართული მენტალიტეტის კიდევ უფრო გადაგვარებაა.თავიდანაც,მათი მთავარი გზავნილი ხომ სწორედ ეს იყო.სხვა რას გვეუბნება,იმას კი ნუ მოუსმენთ,რადგან ის,იმას გვეუბნება,რაც მათ აწყობთ,არამედ იმაზე იფიქრეთ,ჩვენ,ჩვენს ქვეყანას რა უნდა და იმას დაუჭირეთ მხარი,ვინც ჩვენთვის სასიკეთოს ცდილობს.
სოსო
07 მარტი 2023 00:20
11
გულწრფელად მაინტერესებს, ვინც არმოწონება დაუსვით ჩემს კომენტარს, რა არ მოგეწონათ მის შინაარსში? :)
მე ხომ მაგ კანონპროექტზე არც კარგი მითქვამს და არც ცუდი. მხოლოდ, გირჩიეთ, რომ წაგეკითხათ და საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი შეგქმნოდათ.
დავიჯერო, არველაძე, კობახიძე, გახარია, მდინარაძე, ხაბეიშვილი, გინდაც ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, თქვენზე მეტად პატრიოტები არიან, ან უკეთ აზროვნებენ?
მიშა
06 მარტი 2023 20:24
6
ყველა გამოხმაურება
მიდი შენ საქმეს მიხედე,ყველაფერშიკები ნუ გამოხვალთ.
Giusha3232
06 მარტი 2023 14:16
41
მაგას კალაძეს და ყაველაშვილსაც ეტყვი?
ჰმ
06 მარტი 2023 15:35
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული